გადაწყვეტილება N 306 რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურისთვის მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 13, 2005
მიღების თარიღი მაისი 13, 2005
წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის რადიოგადამცემი სადგურები არ ქმნიან ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმებით გათვალისწინებულ მავნე ხელშეშლების მიუღებელ დონეებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი რადიოსადგურებისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამგადაწყვიტა:
1. მიეცეს თანხმობა რუსეთის ფედერაციის რადიოსიხშირეთა სახელმწიფო სამსახურს რუსეთის ფედერაციის რადიოსამაუწყებლო სადგურებისთვის MAIKOP ADYG 102.1 MHz და NALCHIK 107.4 MHz მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (№ UMS-50/0251, 09.02.05. წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);
2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურის შესახებ კომისიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში (თ. ძაგნიძე);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვის და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
