სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 08, 2005
მიღების თარიღი მაისი 13, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტომ კომისიას მიმართა განცხადებით (N76, 05.04.05) წარმოდგენილი ჩამონათვალის შესაბამისად სიხშირული ზოლის გამოყოფის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ განცხადებით მოთხოვნილ დიაპაზონში სიხშირული რესურსის ნაწილობრივად დაკავებულობის თაობაზე სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს ეცნობა წერილით N08/586-05.25.04.05. სიხშირული რესურსისთ უზრუნველყოფის მიზნით ალტერნეტიული წინადადების წარმოდგენისათვის, სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიამ განუსაზღვრა 10 სამუშაო დღის ვადა.
კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ მითითებულ ვადაში განმცხადებელს დამატებითი ინფორმაცია არ წარმოუდგენია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად კომისიამ
გადაწყვიტა:
1. განუხილველად იქნას დატოვებული სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს განცხადება სიხშირული ზოლის გამოყოფის შესახებ;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
