წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 31 „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესრულების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის განხილვის შესახებ

ნომერი: 31 / 21

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2005

მიღების თარიღი იანვარი 21, 2005

 „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებსაქართველოს კანონის მოთხოვნების შესრულების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ერონული კომისიის ანგარიშის განხილვის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია„)  „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად

გადაწყვიტა:

1. მიღებულ იქნეს ცნობად კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურის უფროსის         მ. გოთოშიას ინფორმაცია კომისიის მიერ „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ„ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესრულების თაობაზე;

2. მოწონებულ იქნეს კომისიის წარმოდგენილი ანგარიში (თან ერთვის)  - „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ„ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესრულების თაობაზე სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით;

3. წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს კომისიის ანგარიში „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ„ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესრულების თაობაზე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის მონიტორინგის სამსახურს (მ. გოთოშია).

                კომისიის თავმჯდომარე                                                 დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები