წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 311 შპს “საქაერონავიგაციისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 311 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 13, 2005

მიღების თარიღი მაისი 13, 2005

შპს „საქაერონავიგაციისთვის”  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „საქაერონავიგაციამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის სასამართლოს 2003 წლის 17 მარტის N 7/4-1327 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 8/472, 04.05.05) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N248/B) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენენ საჰაერო-სანავიგაციო მიმღებ-გადამცემ სადგურს შემადგენელი ნაწილებით.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „საქაერონავიგაციას„ შემოიტანოს საქართველოს  ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით  (N 248/B) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „საქაერონავიგაციამ„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,   რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები