გადაწყვეტილება N 312 „ბრაუნ ენდ რუთის სერვისისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 13, 2005
მიღების თარიღი მაისი 13, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ ბრაუნ ენდ რუთის სერვისმა” კომისიას მიმართა განცხადებით (N 5. 126-01, 06.05.05) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N PHO0507471) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენენ „Motorola”-ს ტიპის მიმღებ-გადამცემ სადგურებს შემადგენელი ნაწილებით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა ბრაუნ ენდ რუთის სერვისს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N PHO0507471) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.უზრუნველყოს ბრაუნ ენდ რუთის სერვისმა” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
