შპს „ობიექტივი-2“-ის N499 ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 07, 2005
მიღების თარიღი მაისი 20, 2005
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება (ე.ასანიძე) შპს “ობიექტივი-2”-ის N499 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით;
2. გამოქვეყნდეს ცნობა ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე (ნ.ჯანელიძე);
3. შპს “ობიექტივი-2”-ის N499 ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხის საჯარო მოსმენა გაიმართოს 2005 წლის 10 ივნისს, ხოლო გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე მიღებულ იქნას 2005 წლის 17 ივნისს;
4. გაეგზავნოს შპს “ობიექტივი-2”-ს წინამდებარე გადაწყვეტილება (მ.ქადეიშვილი) შესაბამისი თანმხლები წერილით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7) ექვსი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
