წვდომის მენიუ

უკრაინის ტერიტორიაზე არსებული სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ნომერი: 317 / 14

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 02, 2005

მიღების თარიღი მაისი 20, 2005

               

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის უკრაინის სახელმწიფო ცენტრის წერილი (№ 11.3-07/2202, 10.03.05.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით უკრაინის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის BAKHCHYSARAI – 41 TBK (ADD), BILOHIRSK – 44  TBK (ADD), ALUPKA – 47  TBK (ADD) და SIMFEROPOL – 57 TBK (ADD) მინიჭებული სიხშირეების გამოყენების შესახებ.

                “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს თანხმობა რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის უკრაინის სახელმწიფო ცენტრს უკრაინის სატელევიზიო სამაუწყებლო სადგურებისთვის  BAKHCHYSARAI – 41 TBK (ADD), BILOHIRSK – 44  TBK (ADD) და ALUPKA – 47  TBK (ADD)    მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე (№ 11.3-07/2202, 10.03.05. წერილის დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით);

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ კომისიის შესაბამის მონაცემთა ბაზაში (ზ. გონჯილაშვილი);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;  

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).

            კომისიის თავმჯდომარე                                                                      დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები