წვდომის მენიუ

საქართველოს მილსადენის კომპანიის განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ნომერი: 320 / 12

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 02, 2005

მიღების თარიღი მაისი 20, 2005

                                                                                                                                          

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ საქართველოს მილსადენის კომპანიამ კომისიას მიმართა განცხადებით (11.04.05) მაღალსიხშირული მოწყობილობების (მოტოროლას“ ტიპის მობილური რადიოსადგურები) საქართველოში შემოტანაზე ნებართვის მიღების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ნებართთვის მაძიებელს სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის, მე-14 პუნქტის ა.ვ) ქვეპუნქტის თანახმად არ წარმოუდგენია სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის  თანახმად, კომისიამ განმცხადებელს აღნიშნული დოკუმენტაციის წარომოდგენისათვის განუსაზღვრა 5 სამუშაო დღის ვადა.

კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ  მითითებულ  ვადაში განმცხადებელს დამატებითი ინფორმაცია არ წარმოუდგენია.

          საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად კომისიამ

გადაწყვიტა:

1.    განუხილველად იქნას დატოვებული საქართველოს მილსადენის კომპანიის განცხადება  მაღალსიხშირული მოწყობილობების (მოტოროლას“ ტიპის მობილური რადიოსადგურები) საქართველოში შემოტანის  შესახებ;

2.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს   (ს. შავგულიძე). 

          კომისიის თავმჯდომარე                                                          დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები