წვდომის მენიუ

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებ

ნომერი: 321 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 03, 2005

მიღების თარიღი მაისი 20, 2005

კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე და 120-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა (კ.ყურაშვილი) სამსახურს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

3. ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით ზეპირი მოსმენა  გაიმართოს 2005 წლის 17 ივნისს, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას 2005 წლის 1 ივლისს;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                 დ.ქიტოშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები