სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას ” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 02, 2005
მიღების თარიღი მაისი 20, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას საჩივრით მიმართა სს “საქართველოს ელექტროკავშირმა” სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას ” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენასთან დაკავშირებით.
კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიაში შემოსულია ქ.რუსთავის აბონენტების საჩივრები, კერძოდ, რომ სს” საქართველოს ელექტროკავშირის” ასს-12-14-ის აბონენტები ვერ უკავშირდებიან შპს “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” აბონენტებს, რითაც, მომხმარებელთა განცხადებით, ირღვევა მათი უფლებები.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ 2005 წლის 17 მაისს კომისიაში შემოვიდა სს ”საქართველოს ელექტროკავშირის” მიერ შპს “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას”-თან გასაფორმებელი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტი, რომელიც ხელმოწერილია მხოლოდ სს “საქართველოს ელექტროკავშირის” დირექტორის მიერ.
“კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების შესაბამისად თუ მხარეები ვერ თანხმდებიან ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებაზე, კომისია უფლებამოსილია მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობებისა და ვადების დადგენის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 411 მუხლის, “კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-4 მუხლის საფუძველზე კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენის მიზნით;
2. სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა მოხდეს კომისიის 2005 წლის 31 მაისის საჯარო სხდომაზე 1600 საათზე.
3. დაევალოს კომისიის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე) აცნობოს სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას” ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
