შპს რეალკომისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 03, 2005
მიღების თარიღი მაისი 20, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს “რეალკომმა’’ (რეგისტრირებული ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 20 აგვისტოს დადგენილებით, რეგისტრაციის N06/4-1062) კომისიას მიმართა განცხადებით სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს რეალკომი”, N 1455 (ვადა 11.02.2015) ლიცენზიის პირობების შესაბამისად, აწარმოებს საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებას მრავალარხიანი ინტეგრირებული ტელერადიო საინფორმაციო სისტემის (მიტრისი“) გამოყენებით ქ.თბილისში, ყვარლის, ლაგოდეხის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, თელავის, საგარეჯოს და ახმეტის რაიონებში. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
“მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს რეალკომს“ 10.705-11.181 გგჰც სიხშირული ზოლი ქ.თბილისში, ყვარლის, ლაგოდეხის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, თელავის, საგარეჯოს და ახმეტის რაიონებში შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით N 1455 ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 11.02.2015);
2. აღირიცხოს შპს რეალკომისთვის“ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. უზრუნველყოს შპს რეალკომმა“ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს რეალკომისთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
