წვდომის მენიუ

შპს ლაზისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 324 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 03, 2005

მიღების თარიღი მაისი 20, 2005

        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს ლაზმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული  სასამართლოს 2004 წლის 14 დეკემბრის  N 2/4-4220 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების  მინიჭების თაობაზე. შპს ლაზის” საქმიანობის საგანია ავტოსატრანსპორტო მომსახურება, რისთვისაც საწარმოს გადაწყვეტილი აქვს სადისპეჩერო პუნქტის შექმნა და ტაქსების დანიშნულების მიხედვით გამოძახება. სიხშირეები გამოყენებული იქნება რადიოკავშირის ქსელით სარგებლობისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.     მიენიჭოს შპს ლაზს” 457.700 მგჰც და 462.800 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს ლაზისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.    უზრუნველყოს  შპს ლაზმა” კომისიაში    სათანადო   ინფორმაციის   წარმოდგენა მაღალსიხშირული  მოწყობილობების    გამოყენებაზე    ნებართვის    მისაღებად;

4.  კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ლაზისთვის” სიხშირეების მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე). 

            კომისიის  თავმჯდომარე                                                                     დ. ქიტოშვილი                                        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები