წვდომის მენიუ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 325 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 03, 2005

მიღების თარიღი მაისი 20, 2005

 

 

 

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია“) აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კომისიას მიმართა განცხადებით (N 9/1226, 10.05.05.)  წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (რეტრანსლატორი და სატარებელი რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის  ქსელში ფუნქციონირებისთვის.

            “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.       მიეცეს ნებართვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით გათვალისწინებული შემდეგი მაღალსიხშირული მოწყობილობები:

                                    SK 4411  ხელის რაციები  – 14 ცალი,

                                    SK 4411  რეტრანსლატორი  - 1 ცალი

2.      უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.      აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.     გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.                  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს  (ს. შავგულიძე)

            კომისიის თავმჯდომარე                                                                                  დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები