წვდომის მენიუ

შპს უნივერსალ სექურითისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 326 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 03, 2005

მიღების თარიღი მაისი 20, 2005

 

             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს უნივერსალ სექურითიმ“ (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული  სასამართლოს 2004 წლის 24 აპრილის N 06/4-1548 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით (19.05.05) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N PI-940) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენენ სატრანსპორტო სანავიგაციო სისტემებს.

            “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.       მიეცეს ნებართვა შპს უნივერსალ სექურითის“ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე  თანდართული დოკუმენტაციით (N PI-940) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს შპს უნივერსალ სექურითიმ“ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.      აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.     გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                          დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები