წვდომის მენიუ

შპს “საქართველოს თრანქული სისტემასთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 327 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 03, 2005

მიღების თარიღი მაისი 20, 2005

 

             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს “საქართველოს თრანქულმა სისტემამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1997 წლის 24 ოქტომბრის N 5ა/4-1395 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 30/IV-A, 19.05.05.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 050517, 17.05.05) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (რადიოსადგურები და მათი აქსესუარები) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელში ფუნქციონირებისთვის.

“კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.    მიეცეს ნებართვა შპს “საქართველოს თრანქულ სისტემას”  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 050517, 17.05.05)  გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს შპს “საქართველოს თრანქულმა სისტემამ” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლუატაციაზე ნებართვის მისაღებად;

3.      აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.     გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,   რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს. შავგულიძე).

 

 

 

            კომისიის  თავმჯდომარე                                                                     დ. ქიტოშვილი

                                   

 
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები