გადაწყვეტილება N 33 შპს ტელესამაუწყებლო კომპანია ,,მეცხრე არხი’’-სთვის კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2005
მიღების თარიღი იანვარი 21, 2005
შპს ტელესამაუწყებლო კომპანია ,,მეცხრე არხი-სთვის
კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია) აღნიშნავს, რომ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის 2003 წლის 8 აგვისტოს N392 გადაწყვეტილების მეორე პუნქტით საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებული საკონკურსო სხდომის თარიღის განსაზღვრის თაობაზე” კომისიის 2004 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების შესაბამისად კომისიაში 2004 წლის 3 თებერვალს ჩატარდა კონკურსი საეთერო საეთერო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად 17 გადამცემის გამოყენებით შემდეგ სამაუწყებლო ზონებში:
1 ზონა: ქ.თბილისი
2 ზონა: ქ.ბათუმი, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედას, შუახევის, ხულოს
რაიონები.
3 ზონა: თელავის, გურჯაანის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის, სიღნაღის,
დედოფლისწყაროს, თიანეთის რაიონები.
4 ზონა: მცხეთის, კასპის, გორის, ხაშურის, ქარელის, ცხინვალის, ჯავის,
ახალგორის, დუშეთის, ყაზბეგის რაიონები.
5 ზონა: ქ.რუსთავი, გარდაბნის, საგარეჯოს, მარნეულის, ბოლნისის,
თეთრიწყაროს, დმანისის რაიონები.
6 ზონა: ბორჯომის, ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენის, ნონოწმინდის, წალკის რაიონები.
7 ზონა: ქ.ქუთაისი, ხონის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ზესტაფონის,
თერჯოლის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის
რაიონები.
8 ზონა: ჭიათურის, საჩხერის, ონის, ტყიბულის, ამბროლაურის, ცაგერის,
ლენტეხის რაიონები
9 ზონა: ქ.ფოთი, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ხობის რაიონები.
10 ზონა: ქ.ზუგდიდი და ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მესტიის რაიონები.
აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ტელესამაუწყებლო კომპანია ,,მეცხრე არხი.
კომისია აღნიშნავს, რომ საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ„ კომისიის 2004 წლის 3 თებერვლის N46 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს ტელესამაუწყებლო კომპანია ,,მეცხრე არხი მიერ გადახდილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის 20% - 93 448 (ოთხმოცდაცამეტი ათას ოთხას ორმოცდარვა) ლარი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის 46 724 (ორმოცდაექვსი ათას შვიდას ოცდაოთხი) ლარის გამოკლებით (46 724 ორმოცდაექვსი ათას შვიდას ოცდაოთხი ლარი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე, ხოლო სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% ანუ 46 724 (ორმოცდაექვსი ათას შვიდას ოცდაოთხი) ლარი სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.
„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე და 38-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 3 თებერვლის საკონკურსო სხდომის N46 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ტელესამაუწყებლო კომპანია ,,მეცხრე არხს N1444 ლიცენზია (თან ერთვის);
2.ლიცენზიის სახე: მაუწყებლობა სიხშირული სპექტრის გამოყენებით;
ლიცენზიის სახეობა: კერძო საერთო ტელემაუწყებლობა;
ლიცენზიის საგანი: კერძო საერთო ტელემაუწყებლობა 17 გადამცემის გამოყენებით შემდეგ სამაუწყებლო ზონებში:
|
სამაუწყებლო ზონა |
ქალაქი |
ანტენის განთავსების ადგილი |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის სიმაღლე მიწის ზედ. მ |
სატელევიზიო არხი |
სიმძლ. კვტ |
მაუწყებლობის საშ.რად კმ |
|
|
1 |
1 |
თბილისი |
თბილისის ანძა |
44E47; 41N41 |
120 |
52 |
2 |
25 |
|
2 |
2 |
ბათუმი |
ბათუმის ანძა |
41E43; 41N41 |
110 |
53 |
1 |
20 |
|
3 |
3 |
სიღნაღი |
სიღნაღი |
45E55; 41N37 |
20 |
23 |
1 |
10 |
|
4 |
3 |
ყვარელი |
სანავარდოს ანძა |
45E46; 41N58 |
45 |
49 |
1 |
15 |
|
5 |
4 |
ხაშური |
ბექამის ანძა |
43E33; 42N00 |
35 |
28 |
0,5 |
15 |
|
6 |
4 |
გორი |
გორის ანძა |
44E03; 42N02 |
170 |
48 |
2 |
40 |
|
7 |
5 |
რუსთავი |
რუსთავი |
45E01; 41N33 |
50 |
60 |
2 |
10 |
|
8 |
5 |
ბოლნისი |
ბოლნისი |
44E32; 41N26 |
35 |
48 |
0,5 |
10 |
|
9 |
6 |
ახალქალაქი |
ახალქალაქის ანძა |
43E25; 41N21 |
60 |
40 |
1 |
15 |
|
10 |
6 |
ახალციხე |
ახალციხის ანძა |
42E57; 41N38 |
45 |
26 |
1 |
15 |
|
11 |
6 |
წალკა |
წალკის ანძა |
44E14; 41N38 |
45 |
26 |
0,5 |
15 |
|
12 |
7 |
ოზურგეთი |
ოზურგეთის ანძა |
42E01; 41N55 |
25 |
43 |
0,5 |
10 |
|
12 |
7 |
ქუთაისი |
ქუთაისის ანძა |
42E44; 42N17 |
100 |
51 |
2 |
25 |
|
14 |
8 |
საჩხერე |
საჩხერის ანძა |
43E24; 42N21 |
40 |
32 |
0,5 |
15 |
|
15 |
9 |
ფოთი |
ფოთის ანძა |
41E41; 42N09 |
65 |
55 |
2 |
20 |
|
16 |
9 |
სენაკი |
სენაკი |
42E05; 42N17 |
20 |
57 |
1 |
15 |
|
17 |
10 |
ზუგდიდი |
ზუგდიდის ანძა |
41E52; 42N30 |
35 |
31 |
2 |
20 |
3. შპს ტელესამაუწყებლო კომპანია ,,მეცხრე არხი ვალდებულია:
ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;
ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
გ)კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათ შორის მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, მოახდინოს პროგრამების, მათ შორის ფილმების კლასიფიკაცია მათთვის კატეგორიისა და შესაბამისი ნიშნის მინიჭებით;
დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობისი სერთიფიკატი;
ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ზ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში არის ასახული;
თ) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;
კ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
ლ) შეძლებისდაგვარად უზრუნველყოს სატელევიზიო დროის (ახალი ამბების პროგრამების, სპორტული მოვლენებისა და თამაშების, რეკლამის, ტელეტექსტისა და ტელეშოპინგისათვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისათვის გამოყოფა;
მ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. ახალი ამბების პროგრამებში უზრუნველყოს ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო განსხვავებული აზრის სათანადოდ წარმოჩენა რომელიმე ჯგუფისა თუ აზრის დისკრიმინაციის გარეშე.
ნ) გადასცეს წინასაარჩევნო დებატები თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.
ო) „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საუკეთესო დროს განათავსოს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და უზრუნველყოს აუდიტორიის დროული ინფორმირება მისი მომსახურების ზონაში, საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ;
პ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;
ჟ) წერილობით აცნობოს კომისიას კომპანიის პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.
რ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
4. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობითა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული ლიცენზიით;
5. შპს ტელესამაუწყებლო კომპანია ,,მეცხრე არხის მიერ პრაქტიკული საქმიანობის დაწყებისა და რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა სამაუწყებლო ზონის 70%-სათვის უზრუნველყოფის ვადა განისაზღვროს 2006 წლის 21 იანვრამდე;
6. შპს ტელესამაუწყებლო კომპანია ,,მეცხრე არხი ვალდებულია უზრუნველყოს რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა სამაუწყებლო ზონის 90%-სათვის „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 და 76-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად;
7. შპს ტელესამაუწყებლო კომპანია ,,მეცხრე არხმა უზრუნველყოს: ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა;
8. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (327068 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტებისა და გარაფიკის მიხედვით:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი |
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141408 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
36340.88 ლარი - 2006 წლის 21 თებერვალი;
36340.88 ლარი - 2007 წლის 21 თებერვალი;
36340.88 ლარი - 2008 წლის 21 თებერვალი;
36340.88 ლარი - 2009 წლის 21 თებერვალი;
36340.88 ლარი - 2010 წლის 21 თებერვალი;
36340.88 ლარი - 2011 წლის 21 თებერვალი;
36340.88 ლარი - 2012 წლის 21 თებერვალი;
36340.88 ლარი - 2013 წლის 21 თებერვალი;
36340.88 ლარი - 2014 წლის 21 თებერვალი;
9. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს შპს ტელესამაუწყებლო კომპანია ,,მეცხრე არხს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;
10. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება;
11. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
