წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ

ნომერი: 333 / 21

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 07, 2005

მიღების თარიღი მაისი 27, 2005

  

             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2005 წლის კომისიის დამტკიცებული ბიუჯეტის  წლიური გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის დარიცხულმა სუფთა წლიურმა შემოსავალმა, გარდა კომისიის ბიუჯეტით გათვალისწინებული ფინანსური რეზერვის ფონდისა, რომელიც კომისიის ბიუჯეტში (საოპერაციო ნაწილით) შეადგენს წლიურ 2,440,655.67 ლარს, რეგულირების საფასურის, უნივერსალური მომსახურების ანგარიშისა და სალიცენზიო გადასახდელების ჩათვლით, ნაცვლად 2005 წლის  პირველი კვარტლის ბიუჯეტით გათვალიწინებული 1,000,000.00 ლარისა შეადგინა 1,435,240.62 ლარი (ანგარიში თან ერთვის), რაც 435,240.62 ლარით (43.52%) მეტია ბიუჯეტით დამტკიცებულ მაჩვენებელზე.

      ამასთან აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ პირველი კვარტლის  სუფთა (საოპერაციო)  შემოსავალი კომისიის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 10.86%-ით ნაკლებია, ანუ პირველი კვარტლის შემოსავალმა ნაცვლად ბიუჯეტით გათვალისწინებული 1,610,163.91 ლარისა (6,440,655.67 :4) შეადგინა 1,435,240.62 ანუ 174,923.29 ლარით ნაკლები.

       მიუხედავათ 2005 წლის პირველი კვარტლის შემოსავლების შემცირებისა, გეგმიურთან შედარებით 903,859.09 ლარით ანუ 41.92%-ით ნაკლებია კომისიის 2004 წლის პირველი კვარტლის ხარჯვითი ნაწილი, რომელმაც 1,556,261.00 ლარის ნაცვლად შეადგინა  652,401.66 ლარი.

       მიუხედავად ხარჯვითი ნაწილის საერთო ეკონომიისა, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცალკეულ მუხლებში მაინც აღინიშნა გადახარჯვები, რაც განპირობებულია იმით, რომ კომისიის დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუქტის თანახმად, ცალკეულ მუხლებში მიღებული ეკონომია და დამატებითი შემოსავლები, მოთხოვნებიდან გამომდინარე, გამოყენებულ იქნა სხვა მუხლების დასაფინანსებლად. კერძოდ:

     --მივლინების ხარჯები გეგმით გათვალისწინებულთან შედარებით, გაზრდილია 6,538.90 ლარით ანუ 26.00%-ით, რაც გამოწვეულია წლის დასაწყისში კომისიისათვის აუცილებელი და მიზნობრივი მივლინებების დროს გახარჯული თანხების ფაქტიური რაოდენობით.   

     --- ასევე 47,326.50 ლარით ანუ 236,63%-ით გაზრდილია სხვა საერთო ხარჯების მუხლით გათვალისწინებული დანახარჯები, რომელმაც შეადგინა 67,327.00 ლარი. აღნიშნული გადახარჯვა ძირითადად გამოწვეულია კომისიის მიერ ისეთი ხარჯების ზრდით, როგორიცაა სარეკლამო სააგენტოს მეშვეობით განცხადებების გავრცელების ღირებულება, რომელმაც პირველი კვარტლის

მონაცემების მიხედვით შეადგინა - 24,403.42 ლარი, შენობის დაცვის ხარჯებმა - 7,200.00 ლარი, ელექტრომაგნიტური თავსებადობისა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების თანხამ - 16,244.86 ლარი და სხვ.

     ---კომუნიკაციების, ელექტროენერგიისა და წყლის ხარჯვის ფაქტიური ნაწილი გეგმიურთან შედარებით 1,269.39 ლარით ანუ 5%-ით არის გაზრდილი;

     ----მიმდინარე რემონტის ფაქტიური ხარჯვითი ნაწილი გეგმიურთან შედარებით გაზრდილია 53,947.91 ლარით ანუ 86,32%-ით, რაც იმით არის განპირობებული, რომ 2004 წელს დაწყებული კომისიის ფართის რემონტის დასრულება და კომისიის ბალანსზე მისი აღრიცხვა ფაქტიური დანახარჯებით განხორციელდა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში (მიღება-ჩაბარების აქტი).

        ამავე დროს, კომისიის ბიუჯეტის ცალკეულ მუხლებში პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით მიღებულია ეკონომია. კერძოდ:

    -- საკანცელარიო, საფოსტო, პოლიგრაფიული და ჟურნალ-გაზეთების დანახარჯებმა 4,842.60 ლარი ანუ დაგეგმილზე 10,157.40 (67.71%-ით) ლარით ნაკლები შეადგინა, რაც ძირითადად განაპირობა აღნიშნული მუხლების ფაქტიური ხარჯის შემცირებამ. მათ შორის: საკანცელარიო ხარჯებმა შეადგინა - 2,530.00 ლარი, ხოლო პოლიგრაფიულმა ხარჯებმა - 1,312.00 ლარი.

     --ძირითადი საშუალებების შეძენაზე გაწეულმა დანახარჯებმა 46,773.47 ლარი ანუ შესაბამის პერიოდში ბიუჯეტით დამტკიცებულზე 578,226.53 ლარით ნაკლები შეადგინა, რაც ძირითადად განაპირობა, სიხშირული სპექტრის მონიტორინგის ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენი თანხის აუთვისებლობამ.

     ---კონფერენციების ჩატარების, მუშა სემინარების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სპეციალისტთა და ექსპერტთა მომსახურებისა და სხვა ხარჯები პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით შეადგენს 1,524.52 ლარს ანუ 10,975.48 ლარით ანუ (87,80%)-ით ნაკლებს.

     --ასევე ეკონომიაა ავტომანქანების საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯებში, რომელმაც ნაცვლად ბიუჯეტით გათვალისწინებული 17,500.00 ლარისა შეადგინა 6,228.60 ლარი ანუ 64.41%-ით ნაკლები.

      --ეკონომიაა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ძირითად ხარჯვით ნაწილშიც, რომელმაც ნაცვლად ბიუჯეტით გათვალისწინებული 62,488.00 ლარისა, შეადგინა 25,905.85 ლარი, 41.46% ანუ 36,581.65 ლარით ნაკლები.

      ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 2004 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ 2001 წლიდან დღემდე ანუ 2005 წლის 31 მარტის მდგომარეობით ჩარიცხული თანხების რაოდენობამ შეადგინა 893,450.72 ლარი, ხოლო მხოლოდ 2005 წელს ჩარიცხული იქნა 52,863.17 ლარი.

 მ/წლის 31 მარტის  მდგომარეობით (დანართი 5) ლიცენზიის მფლობელი 11 კომპანიის მხრიდან სალიცენზიო გადასახდელების დავალიანება შეადგენს 122,293.38 ლარს (შპს „თვალი“ – 4,492.59 ლარი, შპს „რუსთავი 2“ – 105,272.00 ლარი, შპს „ევროპა პლუს თბილისი“ – 831.60 ლარი, შპს „ობიექტივი“ – 4,107.60 ლარი,  შპს „თანამგზავრი“ – 78.23 ლარი, შპს „ახმეტა ტვ“ – 462.09 ლარი, შპს „ქუთაისი“ – 1,198.05 ლარი, შპს „იმპერია“ – 1,040.00 ლარი, შპს „იმერვიზია“ – 1,112.47 ლარი, შპს „სუპერპეიჯი“ – 1,461.60 ლარი, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები” – 2,237.15 ლარი).

კომისია აღნიშნავს, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესააბამისად „ლოცენზიის მფლობელი კომისიას უხდის რეგულირების ყოველწლიურ საფასურს, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს კომისია თავისი ნორმატიული აქტით“. „რეგულირების ყოველწლიური საფასაურისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის დებულების მე-2 და მე-5 პუნქტების თანახმად, ლიცენზიის მფლობელები „ვალდებულნი არიან ყოველთვიურად ჩარიცხონ კომისიის ანგრიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასური არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე“. აღნიშნულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა მოქმედი კანონმდებლობისა და ლიცენზიის განსაზღვრული პირობების დარღვევას წარმოადგენს. ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის პირობებისა და კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დადგენილი წესის შეუსრულებლობა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის 431-ე, 432-ე და 433-ე მუხლების, აგრეთვე “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის შესაბამისად იწვევს ადმინისტრაციული წესით სანქცირებას.

ზემოაღნიშნულის მიუხედავად. ლიცენზიის მფლობელი ზოგიერთი კომპანიის მხრიდან ჯერ კიდევ ადგილი აქვს რეგულირების საფასურის გაანგარიშებების კომისიაში დიდი დაგვიანებით წარმოდგენის ფაქტებს, რაც აფერხებს საანგარიშო პერიოდში შესაბამისი შემოსავლების ზუსტი ოდენობის დროულ დადგენას. როგორც კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების ანალიზიდან ირკვევა, მ/წლის 31 მარტის  მდგომარეობით 

 ბოლო 3 და მეტი თვის განმავლობაში შემოსავლები არ ჰქონია ანუ პრაქტიკული საქმიანობა არ უწარმოებია ლიცენზიის მფლობელ 31 კომპანიას ( შპს „მო-ბო“, შპს „23 მაისი“, შპს „სუპერპეიჯი“, შპს „ექსელენს ჰაიტეკ ჯორჯია“, შპს „მირ“ შპს „რ-რადიო“, შპს „ინფორმსერვისი“, შპს „კავკასია“, შპს „საქართველოს ელექტროკავშირი“, შპს „ნამიო“, შპს „საქართველოს რკინიგზის ტელეკომი“ შპს „საქართველოს სატრ. ხაზები“, შპს „იმპერია“, შპს „ეკვანტ ჯორჯია“, ი/ს „ივანე ხეიძე“, შპს „თანამგზავრი“, შპს „ტრანსჯორჯია“, შპს „ომეგა“, შპს ტელერადიოკომპანია „მთაწმინდა“, შპს „ჯორჯექსი“, შპს „რადიო 105“, შპს „ტრანსკომი“, შპს „დუშეთის ტელევიზია“,  შპს „ობიექტივი“,  შპს „ახმეტა ტვ“, ი/მ „შლვა ოქრუაშვილი“, შპს „ბორჯომი“, შპს „ფოთის მოყვ. კლუბი“, შპს „ათინათი“,  შპს „საქართველოს ფოსტა“  და შპს „საქ. ექსპრეს ფოსტა“),   ხოლო ერთ კომპანიას (შპს „დელფი“) საერთოდ არც ერთხელ არ წარმოუდგენია რეგულირების საფასურის გაანგარიშება.

ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ მ/წლის 31 მარტის მდგომარეობით გადახდილმა რეგულირების საფასურის თანხამ შეადგინა 1,278,138.27 ლარი, ხოლო დავალიანებამ მ/წლის 31 მარტის მდგომარეობით – 1,175,216.07 ლარი (დანართი 7), რომელიც ირიცხებოდა 87 ლიცენზიის მფლობელ კომპანიაზე, რომელთაგანაც უმეტესი თანხა 1,165,202.70 ლარი (99%) ლიცენზიის 24 მფლობელზე ნაწილდება (სს „ეგრისი“ - 74,956.18 ლარი, სს „გლობალ ერთი“ – 24,780.29 ლარი,  სს „საქართველოს ელექტროკავშირი“ - 645,807.00 ლარი, შპს „მზე“ – 1,113.44 ლარი, შპს „ტელეიმედი“ – 5,964.53 ლარი, შპს „ვანექსი“ – 3,789.15 ლარი, შპს „CDN” – 2,046.30 ლარი, შპს „მეგაკომი“ – 7,045.19 ლარი, შპს „საქტელკომ პლიუსი“ – 9,189.33 ლარი, შპს „საქაერონავიგაცია“ – 1,054.91 ლარი, შპს „ახალი ქსელები“ – 7,658.90 ლარი, შპს „ახალი ქსელები“ ქუთაისი - 17,791.98 ლარი, შპს „ჯეონეთი“ – 2,722.49 ლარი, შპს „ჯეოსელი“ - 94,598.34 ლარი, შპს „ახტელი“ – 7,670.54 ლარი , შპს „აიეტი ტვ“ – 4,755.45 ლარი,  შპს „ჯორჯია ონლაინი“ - 70,980.87 ლარი, შპს „კავკასუს ნეთვორქი“ – 1,691.17 ლარი, შპს „ტელენეტი“ – 4,715.07 ლარი, შპს „მაგთიკომი“ – 151,020.27 ლარი,  შპს „სანეტი“ – 3,065.82 ლარი, შპს „საქართველოს ფოსტა“ - 5,857.00 ლარი,  შპს „ტექნო-მედია“ – 1,140.87 ლარი, შპს „რუსთავი 2“ – 15,787.61 ლარი).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ

 

     გადაწყვიტა:

 

1. მიღებულ იქნეს ცნობად კომისიის აპარატის ფინანსური სამსახურის უფროსის ი.აბულაძის ინფორმაცია კომისიის 2005 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

2. დამტკიცდეს წარმოდგენილი 2005 წლის პირველი კვარტლის კონსოლიდირებული ფინანსური მაჩვენებლები:

ა) დარიცხული შემოსავლები-------------------------1,435,240.62 ლარი;

ბ) საოპერაციო ხარჯები------------------------------- 605,628.19 ლარი;

გ) ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯები----  46,773.47 ლარი;

დ) პრემირების ფონდი---------------------------------- 391,419.48 ლარი;

ე) ფინანსური რეზერვის ფონდი--------------------- 391,419.48 ლარი.

 

3. დამტკიცდეს 2005 წლის პირველი კვარტლის კომისიის შემოსავლების ხარჯებზე გადამეტება 782,838.96 ლარის ოდენობით;

4. დაევალოთ კომისიის აპარატის მონიტორინგის, მაუწყებლობის მონიტორინგის და ფინანსურ სამსახურებს, სისტემატური კონტროლი დააწესონ ლიცენზიის მფლობელთა მხრიდან სალიცენზიო პირობების დაცვის უზრუნველყოფაზე;

5. კომისიის აპარატის შესაბამისმა სამსახურებმა ხელი შეუწყონ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის N1 დადგენილებით დამტკიცებული “რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ“ ნორმატიული აქტის შესრულებას;

6. დაევალოთ კომისიის აპარატის მაუწყებლობისა და სამართლებრივ საკითხთა სამსახურებს ლიცენზიის მფლობელთა მიერ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადაუხდელობის ან/და კომისიაში შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყება;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზირი N 7-ა) ექვსი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის საფინანსო სამსახურს (ი. აბულაძე).

 

       კომისიის თავმჯდომარე                                                                      დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები