წვდომის მენიუ

შპს „აჭარის ენერგოკომპანიისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 334 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 07, 2005

მიღების თარიღი მაისი 27, 2005

                საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „აჭარის ენერგოკომპანიამ“ კომისიას მიმართა განცხადებით (N 400/19; 25.04.05) მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების  მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

            “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.     მიენიჭოს შპს „აჭარის ენერგოკომპანიას“  151.275 მგჰც და 157.875 მგჰც სიხშირეები ქ. ბათუმის, ქობულეთის და  ხელვაჩაურის რაიონებში, ხოლო 153.375 მგჰც და 158.375 მგჰც სიხშირეები ქედის, შუახევის, ხულოს რაიონებში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს „აჭარის ენერგოკომპანიისთვის“ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

3.    უზრუნველყოს შპს „აჭარის ენერგოკომპანიამ“ კომისიაში  სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული    მოწყობილობების    გამოყენებაზე    ნებართვის    მისაღებად;

4.  კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „აჭარის ენერგოკომპანიისთვის“  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                          დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები