უკრაინის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურისთვის მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 07, 2005
მიღების თარიღი მაისი 27, 2005
წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, უკრაინის რადიოგადამცემმა სადგურმა, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმების შესაბამისად, შესაძლებელია წარმოქმნას რადიოხელშეშლების მავნე მიუღებელი დონეები საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი რადიოსადგურებისთვის.
“კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ გადაწყვიტა:1. უარი ეთქვას რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის უკრაინის სახელმწიფო ცენტრს უკრაინის რადიოსამაუწყებლო სადგურისთვის KHERSON – 99.0 MHz მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე წერილის (N11.3-09/2744, 23.03.05.) დანართში აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლებით;
2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში (ზ. გონჯილაშვილი);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების
მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
