წვდომის მენიუ

შპს „ტელეკომპანია ობიექტივი 2“-ისთვის სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 339 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 07, 2005

მიღების თარიღი მაისი 27, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს „ტელეკომპანია ობიექტივი 2“-მა კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისში რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების თაობაზე. „ტელეკომპანია ობიექტივი 2“ ლიცენზიის (N 0181, 31.07.13.) პირობების შესაბამისად აწარმოებს ტელეპროგრამების ტრანსლირებას ქ. თბილისში 35-ე სატელევიზიო არხზე 2 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით. რადიოსარელეო სიხშირე განსაზღვრულია ოფისიდან (მ. გელოვანის გამზ. N42) მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე სიგნალის გადასაცემად და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

“მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს „ტელეკომპანია ობიექტივი 2“-ს 4730 მგჰც (ზოლის სიგანე ±7.5 მგჰც) სიხშირე ქ. თბილისში რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით N 0181 ლიცენზიის მოქმედების ვადით (31.07.13.);

2.            აღირიცხოს „ტელეკომპანია ობიექტივი 2“-ისთვის მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.            უზრუნველყოს „ტელეკომპანია ობიექტივი 2“-მა კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4.           კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში „ტელეკომპანია ობიექტივი 2“-ისთვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს. შავგულიძე).

   კომისიის  თავმჯდომარე                                                       დ. ქიტოშვილი                                               

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები