წვდომის მენიუ

შპს “მზესთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 341 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 07, 2005

მიღების თარიღი მაისი 27, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს “მზემ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 17 სექტემბრის N 5ა/4-3093 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით (N 17/2005, 25.05.05.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 1311820) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების (სატარებელი რადიოსადგურები) შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. შპს “მზე” ფირმა “მოტოროლას” ავტორიზებული დისტრიბუტორია და საქართველოში შემოაქვს მაღალსიხშირული მოწყობილობები მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

            “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.       მიეცეს ნებართვა შპს “მზეს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით  (N 1311820)  გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს შპს “მზემ” კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების რეალიზაციის შესახებ ორგანიზაციის, აპარატურის ტიპისა და საქარხნო ნომრების მითითებით;

3.      აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში  (ა. დაბრუნდაშვილი);

4.     გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს  (ს.შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                      დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები