წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2005 წლის N 34 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 342 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 14, 2005

მიღების თარიღი მაისი 31, 2005

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2005 წლის 31 მაისის N 34 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. წარმოდგენილ კომისიის N 34 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს      4 (ოთხი) საკითხი:

ა) შპს „მულტიტელკომისთვის“ დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);

ბ) სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “ახალ ქსელებს” შორის  ქ. ქუთაისში ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენის თაობაზე წარმოების დაწყების შესახებ (მომხს.  ე. ასანიძე);

გ) შპს „ჯეოსელისთვის“ დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ (მომხს.           ე. ასანიძე);

დ) სს „საქართველოს ელექტროკავშირისთვის“ დოკუმენტაციის წარმოდგენის  ვადის განსაზღვრის შესახებ(მომხს. ე. ასანიძე).

2.  დამტკიცდეს კომისიის N 34  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                   დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები