წვდომის მენიუ

სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას’’ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენის შესახებ

ნომერი: 343 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 14, 2005

მიღების თარიღი მაისი 31, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2004 წლის 29 ოქტომბერს სხდომაზე, რომელზეც იხილებოდა სს ,,საქართველოს ელექტროკავშირსა’’ და შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას’’ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული საკითხი, მიიღო გადაწყვეტილება (N574), რომლის თანახმად სს “საქართველოს ელექტროკავშირს” და შპს “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას” დაევალათ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმება   2004 წლის  15 ნოემბრამდე და გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების წარმოდგენა კომისიაში მხარეთა მიერ ორმხრივი ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში.

კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში კომისიაში გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებები წარმოდგენილი არ იქნა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიაში შემოსულია ქ.რუსთავის აბონენტების საჩივრები, კერძოდ, რომ სს” საქართველოს ელექტროკავშირის” ასს-12-14-ის აბონენტები ვერ უკავშირდებიან  შპს “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” აბონენტებს, რითაც, მომხმარებელთა განცხადებით, ირღვევა მათი უფლებები.

კომისია აღნიშნავს, რომ 2005 წლის 17 მაისს კომისიაში შემოვიდა სს ”საქართველოს ელექტროკავშირის” მიერ შპს “საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას”-თან გასაფორმებელი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტი, რომელიც ხელმოწერილია მხოლოდ სს “საქართველოს ელექტროკავშირის” დირექტორის მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ მიიჩნია, რომ შექმნილია მდგომარეობა, როდესაც კომისია უნდა ჩაერიოს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების პროცესში და „კავშირგაბმულობის და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის 411–ე მუხლისა და „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ“ დებულების შესაბამისად, თავად უნდა დაადგინოს ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობები.

2005 წლის 31 მაისის სხდომაზე კომისიამ განიხილა საკითხი  სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას“ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენის შესახებ.

კომისიის სხდომას ესწრებოდნენ: შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ დირქტორი ნ.შარაშენიძე, სს „საქართველოს ელექტროკავშირის“ წარმომადგენლები ლ.კვერნაძე და ლ.სონიშვილი.

კომისიის სხდომაზე განხილული იქნა სს” საქართველოს ელექტროკავშირის” მიერ წარმოდგენილი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პროექტი და შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის“ შენიშვნები ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით.

კომისიის თავმჯდომარემ მხარეებს გააცნო ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობები.

             ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 411-ე მუხლის, “კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის  და მე-6 მუხლის საფუძველზე, კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დადგინდეს სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას’’ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების თანდართული პირობები;

2. დაევალოს სს ,,საქართველოს ელექტროკავშირსა’’ და შპს ,,საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციას’’ დაუყონებლივ უზრუნველყონ კომისიის მიერ განსაზღვრული პირობებით ურთიერთჩართვის ტექნიკური განხორციელება;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                    დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები