წვდომის მენიუ

სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “ახალ ქსელებს ” შორის ქ .ქუთაისის ქსელში ურთიერთჩართვის თაობაზე ხელშეკრულების პირობების დადგენის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 346 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2005

მიღების თარიღი მაისი 31, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ახალმა ქსელებმა“ სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ახალი ქსელების“ ქუთაისის ფილიალს შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენასთან დაკავშირებით.

კომისიის მიერ 2004 წლის 30 ივლისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N381, რომლის 12.5. პუნქტის მიხედვით, სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “ახალ ქსელებს ”  სამი თვის ვადაში უნდა გაეფორმებინათ  ხელშეკრულება ქ.ქუთაისში და ქ.ფოთში ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ, ხოლო ამ ვადაში შეუთანხმებლობის შემთხვევაში მხარეები მიმართავდნენ კომისიას პირობების დადგენის მიზნით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 411 მუხლის, “კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  მე-4 მუხლის საფუძველზე კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “ახალ ქსელებს” შორის ქ.ქუთაისის ქსელში ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენის მიზნით.

2. სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “ახალ ქსელებს” შორის ქ.ქუთაისის ქსელში ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა მოხდეს კომისიის 2005 წლის 10 ივნისს კომისიის საჯარო სხდომაზე 1600 საათზე.

3. დაევალოს კომისიის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე) აცნობოს სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “ახალ ქსელებს” ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                            დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები