საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2005 წლის N 35 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2000
მიღების თარიღი ივნისი 03, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2005 წლის 03 ივნისის N 35 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. წარმოდგენილ კომისიის N 35 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 7 (შვიდი) საკითხი:
ა) შპს “გლობალკონტაქტ კონსალტინგისთვის” ტელემაუწყებლობის ტრანზიტის ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
ბ) მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
გ) მოქალაქე რომან ლეჟავასთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
დ) შპს “გლობალკონტაქტ კონსალტინგისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ე) საქართველოს მილსადენი კომპანიისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ვ) ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენი კომპანიისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ზ) შპს “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიასთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე).
2. დამტკიცდეს კომისიის N 35 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
