გადაწყვეტილება N 35 შპს „ბათუმი ნეტის“ ? 672 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2005
მიღების თარიღი იანვარი 21, 2005
შპს ბათუმი ნეტის„ № 672 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება„. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები„.
ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო ვალდებულებებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების მიზნით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ „ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის თანახმად ჩატარდა შემოწმება. დადგინდა, რომ: შპს ბათუმი ნეტი„-ს, რომელიც ფლობს N 672 ლიცენზიას (მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით), 2004 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით არ ჰქონდა წარმოდგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არც რეგულირების საფასური ჰქონდა გადახდილი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ბათუმი ნეტს„, დარღვეული ჰქონდა კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი„, 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი, „რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის და გადახდის წესის შესახებ” დებულების პირველი და მე-5 მუხლები, რაც კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) პუნქტების თანახმად, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ბათუმი ნეტის„ N 672, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) და გ), 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება შეეჩერებინა შპს „ბათუმი ნეტი”-ს N672 ლიცენზიის მოქმედება 1 თვით. (კომისიის 2004 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება N 490).
კომისიის აპარატის მთავარი ბუღალტრის (ს. აბულაძის) 2004 წლის 7 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „ბათუმი ნეტმა” არ აღმოფხრა დარღვევები, რაც საფუძველი გახდა მისი ლიცენზიის შეჩერებისა, კერძოდ, კომისიაში არ წარმოუდგენია „რეგულირების ყოველწლიური საფასურის” გაანგარიშებები, თუმცა მის მიერ ჩარიცხულმა თანხებმა შეადგინა 6,209.93 ლარი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი მოთხოვნათა დარღვევის გამო, ამავე კანონის მე-40 მუხლის 1 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ბათუმი ნეტი-ს” N 672 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2004 წლის 14 იანვარს კომისიაში შედგა ზეპირი მოსმენა, თუმცა შპს „ბათუმი ნეტის” წარმომადგენელი არ გამოცხადებულა.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1 პუნქტის ე) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის შესაბამისად კომისიამ,
გადაწვიტა:
1. გაუქმდეს შპს ბათუმი ნეტი-ს„ N672 ლიცენზია, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1პუნქტის ე) ქვეპუნქტის მოთხოვნათა შეუსრულებლობის გამო;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნების ორგანიზება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (მ.ქადეიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „ბათუმი ნეტისათვის”;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
