წვდომის მენიუ

შპს “გლობალკონტაქტ კონსალტინგი’’ - სთვის ტელემაუწყებლობის ტრანზიტის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 353 / 1

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2005

მიღების თარიღი ივნისი 03, 2005

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ  შპს “გლობალკონტაქტ კონსალტინგმა’’ (რეგისტრირებული ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოს მიერ 2000 წლის 18 ივლისს. რეგისტრაციის N5ა/4-2536) კომისიას მიმართა განცხადებით (N4/10 17.05.2005 წ.) საკაბელო ტელემაუწყებლობის ტრანზიტის ლიცენზიის მისაღებად შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, ჭიათურა, მცხეთა, გორი, კასპი, ხაშური, ხარაგაული, ზესტაფონი, საჩხერე, თერჯოლა, ტყიბული, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ზუგდიდი, მარტვილი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ლანჩხუთი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ქობულეთი, ხულო, ქედა, ხელვაჩაური, დუშეთი, ახალგორი, თიანეთი, ყაზბეგი, ონი, ამბროლაური, ლენტეხი, ცაგერი, მესტია, გალი, ოჩამჩირე, სოხუმი, საგარეჯო, გურჯაანი, თელავი, ახმეტა, ყვარელი, დედოფლისწყარო, სიღნაღი, გარდაბანი, მარნეული, თეთრიწყარო, ბოლნისი, დმანისი, წალკა, ცხინვალი, ბორჯომი, ასპინძა, ახალციხე, ახალქალაქი, ვანი, ბაღდათი, ხონი, წყალტუბო, ნინოწმინდა.

      კომისია აღნიშნავს, რომ შპს “გლობალკონტაქტ კონსალტინგის” მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია (სარეგისტრაციო მონაცემები, სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი) შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.

    “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის უ) და ჰ2) პუნქტების,36-ე, 38-ე,  მუხლების საფუძველზე, კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მიეცეს N1474 ლიცენზია ტელემაუწყებლობის ტრანზიტზე შპს “გლობალკონტაქტ კონსალტინგს”:

ლიცენზიის სახე: საკაბელო ტელემაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი;

მაუწყებლობის გავრცელელების გეოგრაფიული ზონა: თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, ჭიათურა, მცხეთა, გორი, კასპი, ხაშური, ხარაგაული, ზესტაფონი, საჩხერე, თერჯოლა, ტყიბული, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ზუგდიდი, მარტვილი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ლანჩხუთი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ქობულეთი, ხულო, ქედა, ხელვაჩაური, დუშეთი, ახალგორი, თიანეთი, ყაზბეგი, ონი, ამბროლაური, ლენტეხი, ცაგერი, მესტია, გალი, ოჩამჩირე, სოხუმი, საგარეჯო, გურჯაანი, თელავი, ახმეტა, ყვარელი, დედოფლისწყარო, სიღნაღი, გარდაბანი, მარნეული, თეთრიწყარო, ბოლნისი, დმანისი, წალკა, ცხინვალი, ბორჯომი, ასპინძა, ახალციხე, ახალქალაქი, ვანი, ბაღდათი, ხონი, წყალტუბო, ნინოწმინდა;

2. შპს “გლობალკონტაქტ კონსალტინგი”ვალდებულია:

ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;

ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

გ)კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათ შორის მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზირებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში არის ასახული;

თ) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;

კ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის    61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

ლ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში  საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს    (ე. ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის   მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).

 კომისიის თავმჯდომარე                                                            დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები