ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენი კომპანიისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2000
მიღების თარიღი ივნისი 03, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიამ კომისიას მიმართა განცხადებით (N 05-BTC-NCC-001) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 2310/05, 12.10.04) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (სატარებელი მიმღებ-გადაცემი რადიოსადგური შემადგენელი ნაწილებით) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელში ფუნქციონირებისთვის.
“კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიას შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 9008385, 16.02.05) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი მილსადენის კომპანიამ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
