წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 36 შპს „ინტელკომის“ ? 1297 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

ნომერი: 36 / 4

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2005

მიღების თარიღი იანვარი 21, 2005

შპს „ინტელკომის„ № 1297 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება„. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია „დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები„.

    ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო ვალდებულებებისა და პირობების შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების მიზნით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის თანახმად ჩატარდა შემოწმება. დადგინდა, რომ:  შპს „ინტელკომ„-ს, რომელიც ფლობს N1297 ლიცენზიას („საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება„, გაცემულია 2001 წლის 7 დეკემბერს, გადაწყვეტილება N 533), 2004 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით არ ჰქონდა წარმოდგნილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები და არც რეგულირების საფასური ჰქონდა გადახდილი.

     კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ინტელკომს„, დარღვეული ჰქონდა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი„,  41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი,  „რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის და გადახდის წესის შესახებ” დებულების პირველი და მე-5 მუხლები, რაც „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის  ა) და გ) პუნქტების თანახმად, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საფუძველია.

       აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ინტელკომის„  N 1297, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ.    ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის  პირველი პუნქტის ბ) და გ), 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ)  ქვეპუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” მე-6 მუხლის ბ) ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის  შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება შეეჩერებინა შპს „ინტელკომი”-ს N1297 ლიცენზიის მოქმედება 2 კვირით (კომისიის 2004 წლის 22 ოქტომბრის N 543 გადაწყვეტილება).

     კომისიის აპარატის მთავარი ბუღალტრის (ს. აბულაძის) 2004 წლის 7 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „ინტელკომმა” არ აღმოფხვრა დარღვევები, რაც საფუძველი გახდა მისი ლიცენზიის შეჩერებისა, კერძოდ, დღემდე კომისიაში არ წარმოუდგენია „რეგულირების ყოველწლიური საფასურის” გაანგარიშებები და აგრეთვე არ უწარმოებია თანხების ჩარიცხვა.

     ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის  31-ე მუხლის მე-3 პუნქტი მოთხოვნათა დარღვევის გამო, ამავე კანონის მე-40 მუხლის 1 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ინტელკომის” N 1297 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2004 წლის 14 იანვარს კომისიაში შედგა ზეპირი მოსმენა თუმცა შპს „ინტელკომის” წარმომადგენელი არ გამოცხადებულა.

    „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1 პუნქტის ე) ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IX თავის შესაბამისად კომისიამ,

         გადაწვიტა:

1. გაუქმდეს შპს „ინტელკომის„-ის N1297  ლიცენზია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტის მოთხოვნათა შეუსრულებლობის გამო;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნების ორგანიზება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (მ.ქადეიშვილი) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს „ინტელკომისათვის”;   

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,       რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს  (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                    დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები