წვდომის მენიუ

რადიოსიხშირული სპექტრით (838,365 მგჰც - 842,055 მგჰც და 883,365 მგჰც - 887,055 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში) საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად შპს „მაგთიკომისთვის“ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 360 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2005

მიღების თარიღი ივნისი 07, 2005

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2005 წლის 25 მაისის N 331/10 გადაწყვეტილებით ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე (838,365 მგჰც - 842,055 მგჰც და 883,365 მგჰც - 887,055 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში) ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კომერციულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „მაგთიკომი“.

ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ  კომისია დამატებით მიიღებდა გადაწყვეტილებას შპს „მაგთიკომისთვის“ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ.

კომერციული კონკურსი გამოცხადებული და ჩატარებული იქნა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის 3 ივნისს მიღებული იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც ძალადაკარგულად ჩაითვალა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“  საქართველოს კანონი. კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობისთვის ლიცენზიის გაცემისთვის დადგენილია იგივე  წესი, რაც „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“  საქართველოს კანონით. კერძოდ,  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“  საქართველოს კანონი ითვალისწინებდა კომერციული კონკურსის ჩატარებას, რომელში გამარჯვების კრიტერიუმს წარმოადგენდა მაქსიმალური სალიცენზიო გადასახდელის გადახდა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი ასევე ითვალისწინებს აუქციონის ჩატარებას, რომელიც იდენტურია მანამდე მოქმედ კანონში გათვალისწინებული კომერციული კონკურსისა, ხოლო აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმს ასევე წარმოადგენს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის მაქსიმალური ოდენობის გადახდა. ორივე კანონი ითვალისწინებს ერთ შემთხვევაში სალიცენზიო გადასახდელის, ხოლო მეორე შემთხვევაში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის  გადახდის ვალდებულებას ლიცენზიის გაცემამდე. შეიცვალა მხოლოდ გადასახდელის (საფასურის) გადახდის წესი იმ ნაწილში, რაც შეეხება მის გამოყენებას. ახალი კანონის თანახმად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 80% ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, 10% - უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით გახსნილ კომისიის სპეციალურ ანგარიშზე (ამ თანხის სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია), ხოლო  10% - კომისიის ანგარიშზე საქართველოს კანონმდებლობით კომისიისათვის მინიჭებული ფუნქციის შესრულების ფინასური უზრუნველყოფის მიზნით. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდა უნდა განხორციელდეს აუქციონში გამარჯვებულის  გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის და 52-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა“:

ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 10%-ის ანუ 2,613,203.95 (ორი მილიონ ექვსას ცამეტი ათას ორას სამი ლარი და 95 თეთრი) ლარის გადახდა 2005 წლის 25 ივნისამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

არასაგადასახადო შემოსავლების ერთიანი არასაგადასახადო (ვაკე-საბურთალო) ანგარიში - N200122900

საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - N220101107

სალიცენზიო მოსაკრებლის კოდი - N300043018

ბ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 10%-ს (2,613,203.95 ლარი)  გამოკლებული ბეს სახით გადახდილი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% (580,711.95 ლარი) ანუ 2,032,492.00 (ორი მილიონ ოცდათორმეტი ათას ოთხას ოთხმოცდათორმეტი) ლარის გადახდა კომისიის ანგარიშზე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

-ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;

     -ა/ანგარიში: 609326

     -კოდი: 220101830

     -საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050

გ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 10%-ის ანუ 2,613,203.95 (ორი მილიონ ექვსას ცამეტი ათას ორას სამი ლარი და 95 თეთრი) ლარის გადახდა 2005 წლის 25 ივნისამდე უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით გახსნილ კომისიის სპეციალურ ანგარიშზე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი.

კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი

(ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური)

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141408

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

(ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური)

 

2. წინამდებარე გადაწყვეტილების პირველ მუხლში გათვალისწინებული თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას შპს „მაგთიკომისთვის“ ლიცენზიის გაცემის თაობაზე.

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (18,292,427.65 ლარი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს, თანაბარწილად ყოველი მომდევნო თვის 25 რიცხვამდე ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით.

4. შპს „მაგთიკომის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველ მუხლში გათვალისწინებული თანხების გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და შპს „მაგთიკომს“ ბეს სახით გადახდილი თანხა (სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%) არ უბრუნდება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

 

 

კომისიის თავმჯდომარე                                                   დ.ქიტოშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები