საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2005 წლის N38 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2000
მიღების თარიღი ივნისი 10, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2005 წლის 10 ივნისის N 38 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის N38 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 – მე-15 (შპს “ნორმას”, შპს “სტვ 7”-ის, შპს “ნიკა 95”-ის, შპს “დაკას”, შპს “ა+ბ”-ს, შპს “დიდგორის”, შპს “ოკრიბა ტვ”-ს, შპს “ბადაგის”, შპს “ჯი სი თი ვი”-ს, შპს “ტვ - 8”-ს, ინდივიდუალური საწარმო “მ. გრიგალაშვილის”, ინდივიდუალური საწარმო “ი. ხეიძის”, ინდივიდუალური საწარმო “მიხეილ კიკნაძის” (წყნეთი) და ინდივიდუალური საწარმო “ლალი ხახანაშვილის” გაფრთხილების თაობაზე) და 21-ე (სს “საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს “ახალ ქსელებს” შორის ქ. ქუთაისში ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების დადგენის თაობაზე) საკითხები კომისიის N40 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
2. წარმოდგენილ კომისიის N 38 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 14 (თოთხმეტი) საკითხი:
ა) შპს “კორტესი-გიდაგო”-სთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
ბ) ი/მ თამაზ მჭედლიშვილის ინდივიდუალური საწარმო “ტვ აფრიკას” N1424 ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
გ) შპს “ივერთმედიასთვის” მინიჭებული სიხშირეების გაუქმების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
დ) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ლევან ადანაიასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სიხშირეებისა და სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ე) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ არმენ ატომიანისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სიხშირეებისა და სახმობის მინიჭების შესახებ(მომხს. ს. შავგულიძე);
ვ) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ივანე ბერაკჩიანისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სიხშირეებისა და სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ზ) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ გრიგოლ ღვალაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სიხშირეებისა და სახმობის მინიჭების შესახებ(მომხს. ს. შავგულიძე);
თ) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ვასილ ქარსელაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სიხშირეებისა და სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ი) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ზაზა კვანტალიანისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სიხშირეებისა და სახმობის მინიჭების შესახებ(მომხს. ს. შავგულიძე);
კ) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ლევან მგალობლიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სიხშირეებისა და სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ლ) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ შოთა ნადირაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სიხშირეებისა და სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
მ) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ალექსანდრე ნაცვლიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სიხშირეებისა და სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ნ) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ გიორგი ტატიშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სიხშირეებისა და სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ო) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ბესარიონ ზაქარიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სიხშირეებისა და სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე).
3. დამტკიცდეს კომისიის N 38 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
