წვდომის მენიუ

შპს „ბი ეს ვი ტრანსისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 362 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2005

მიღების თარიღი ივნისი 10, 2005

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „ბი ეს ვი ტრანსმა“ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 12 ოქტომბრის N 5/4-2989 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 318 23.05.05) თანდართული პროექტის შესაბამისად ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი  სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს „ბი ეს ვი ტრანსი“, დებულების თანახმად,  ახორციელებს სამგზავრო, სატვირთო გადაზიდვებს და ტაქსებით მოსახლეობის  მომსახურებას.  სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          “კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.     მიენიჭოს შპს „ბი ეს ვი ტრანსს“ 161.650 მგჰც და 167.350 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული  რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს „ბი ეს ვი ტრანსისთვის“  მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.    უზრუნველყოს შპს „ბი ეს ვი ტრანსმა“ კომისიაში  სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული    მოწყობილობების    გამოყენებაზე    ნებართვის    მისაღებად;

4.  კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ბი ეს ვი ტრანსისთვის“ სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე). 

კომისიის თავმჯდომარე                                                          დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები