წვდომის მენიუ

საქართველოს ეროვნული ბანკისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 365 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2005

მიღების თარიღი ივნისი 10, 2005

             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ  საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომისიას მიმართა განცხადებით (N 82/14, 18.05.05.) ქ. თბილისში რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის სიხშირეების მინიჭების თაობაზე.

       “კავშირგაბმულობისა  და  ფოსტის შესახებ”  საქართველოს     კანონის 42-ე   მუხლის პირველი  პუნქტის “ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274 და 30-ე მუხლების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (N42, 21.01.1997) დამტკიცებული ”სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთნებულ ცნობათა ნუსხის” მე-3 თავის 3.2.20 პუნქტის,   “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა: 

1.    მიენიჭოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, ქ.თბილისში რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის სიხშირეები ერთი წლის ვადით დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;

2.   საიდუმლოდ იქნეს მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;

3.   აღირიცხოს საქართველოს  ეროვნული ბანკისთვის  მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ  რეესტრში (მ. ქადეიშვილი);

4.  უზრუნველყოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

5.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

6.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

7.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს   (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                          დ. ქიტოშვილი

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები