წვდომის მენიუ

შპს „კორტესი-გიდაგო“-სთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 367 / 10

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2005

მიღების თარიღი ივნისი 10, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია“) 2005 წლის 6 მაისის N292 გადაწყვეტილებით  გამოცხადდა კონკურსი კერძო სპეციალიზებულ (სპორტულ) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად პირველ სამაუწყებლო ზონაში.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განაცხადი წარმოადგინა შპს „კორტესი-გიდაგომ“. განმცხადებელი ითხოვს სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენისთვის 15 სამუშაო დღეს.

         კომისიის 2005 წლის 6 მაისის N292 გადაწყვეტილების და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად 2005 წლის 10 ივნისს გაიმართა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც კომისიამ განიხილა შპს „კორტესი-გიდაგოს“ განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ. შპს „კორტესი გიდაგოს“ მიერ არ არის წარმოდგენილი დოკუმენტები და ინფორმაცია, რომლის წარმოდგენის აუცილებლობას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები და კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ითვალისწინებს: განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკური პროექტი, სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; განსახორციელებელი საქმიანობის დოკუმენტურად დასაბუთებული დაფინანსების გეგმა; დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე; განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია; სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; შპს „კორტესი-გიდაგოს“ განცხადებაში არ არის გათვალისწინებული კომისიის 2005 წლის 6 მაისის N292 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში გათვალისწინებული ინფორმაცია.

განმცხადებელი სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენისთვის ითხოვს 15 სამუშაო დღეს.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის და კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების (N292, 06.05.2005წ.) მე-5 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მაძიებლის მიერ დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კომისია აფრთხილებს ლიცენზიის მაძიებელს და აძლევს მას დამატებით არანაკლებ 5 და არა უმეტეს 15 სამუშაო დღეს დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის და კომისიის 2005 წლის 6 მაისის N292 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს „კორტესი-გიდაგოს“ ვადა 2005 წლის 1 ივლისამდე  შემდეგი ინფორმაციის და დოკუმენტაციის წარმოსადგენად:

ა) განცხადება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება კონკურსის გამოცხადების თაობაზე  კომისიის 2005 წლის 6 მაისის N292 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში გათვალისწინებული ინფორმაცია;

ბ) განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკური პროექტი;

გ) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;

დ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

ე) განსახორციელებელი საქმიანობის დოკუმენტურად დასაბუთებული დაფინანსების გეგმა;

ვ) დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე;

ზ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;

თ) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;

2.  შპს „კორტესი-გიდაგოს“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი, რობაქიძის     გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

4. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                    დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები