ი/მ თამაზ მჭედლიშვილის ინდივიდუალური საწარმო „ტვ აფრიკა“-ს N1424 ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2005
მიღების თარიღი ივნისი 10, 2005
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება (ე.ასანიძე) ი/მ თამაზ მჭედლიშვილის ინდივიდუალური საწარმო „ტვ აფრიკა“-ს N1424 ლიცენზიის გაუქმების მიზნით;
2. გამოქვეყნდეს ცნობა ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე (ნ.ჯანელიძე) ი/მ თამაზ მჭედლიშვილის ინდივიდუალური საწარმო „ტვ აფრიკა“-ს N1424 ლიცენზიის გაუქმების შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ;
3. ი/მ თამაზ მჭედლიშვილის ინდივიდუალური საწარმო „ტვ აფრიკა“ N1424 ლიცენზიის გაუქმების საკითხის საჯარო მოსმენა გაიმართოს 2005 წლის 8 ივლისს, ხოლო გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე მიღებულ იქნას 2005 წლის 15 ივლისს;
4. გაეგზავნოს ი/მ თამაზ მჭედლიშვილის ინდივიდუალური საწარმო „ტვ აფრიკა“-ს წინამდებარე გადაწყვეტილება (მ.ქადეიშვილი) შესაბამისი თანმხლები წერილით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7) ექვსი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
