წვდომის მენიუ

შპს „ივერთმედიისთვის” მინიჭებული სიხშირეების გაუქმების შესახებ

ნომერი: 369 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2005

მიღების თარიღი ივნისი 10, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს „ივერთმედიამ“ (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 6 ოქტომბრის N 2/4-3624 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 14, 06.06.05) კომისიის გადაწყვეტილებით (N 43, 30.01.2004)  მინიჭებული სიხშირეეების გაუქმების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს  “ივერთმედია”, N 1382  ლიცენზიის (ვადა 05.12.2013) პირობების შესაბამისად, აწარმოებდა საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებას მიკროტალღოვანი ინტეგრირებული ტელერადიო საინფორმაციო სისტემის („მიტრისი“) გამოყენებით ქალაქებში თბილისში, რუსთავში, ქუთაისში და გორის, საჩხერის, ზესტაფონის, კასპის, ჭიათურის, დუშეთის, საგარეჯოს, გურჯაანის, დმანისის, ხაშურის, თელავის, ყვარლის, გარდაბნის, მცხეთის, მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისის რაიონებში 11.700-12.289 გგჰც სიხშირული დიაპაზონის გამოყენებით (შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით).

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-8 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   გაუქმდეს შპს „ივერთმედიაზე“ მინიჭებული 11.700-12.289 გგჰც სიხშირული დიაპაზონი ქალაქებში თბილისში, რუსთავში, ქუთაისში და გორის, საჩხერის, ზესტაფონის, კასპის, ჭიათურის, დუშეთის, საგარეჯოს, გურჯაანის, დმანისის, ხაშურის, თელავის, ყვარლის, გარდაბნის, მცხეთის, მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისის რაიონებში;

2.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს.შავგულიძე). 

      კომისიის თავმჯდომარე                                                                      დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები