წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 37 შპს “ უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახური - თორნისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 37 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2005

მიღების თარიღი იანვარი 21, 2005

შპს „ უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახური - თორნისთვის”  სიხშირის მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახური - თორნიმ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული  სასამართლოს 2004 წლის 4 ივნისის N 5ა/4-2743 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისის ტერიტორიაზე  მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი  სიხშირისა და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი  სიხშირის მინიჭების თაობაზე. დებულების თანახმად, შპს „უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახური - თორნის” საქმიანობის საგანია იურიდიული და ფიზიკური პირებისადმი ფასიანი მომსახურების გაწევა, რაც დაკავშირებულია პიროვნების უსაფრთხოების აგრეთვე კერძო, საზოგადოებრივი, მუნიციპალური და სახელმწიფო ქონების დაცვის ორგანიზაციასა და უზრუნველყოფასთან. სიხშირე გამოყენებული უნდა იყოს დაცვის ობიექტებთან და საპატრულო სამსახურებთან ოპერატიული კავშირისთვის ქ. თბილისში, შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.             მიენიჭოს შპს „უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახურ - თორნის”  169.325 მგჰც, 442.275 მგჰც და 447.325 მგჰც სიხშირეები  ქ. თბილისში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.            აღირიცხოს შპს „უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახური - თორნისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

3.  უზრუნველყოს  შპს  „უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახური - თორნიმ” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების    გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4.  კანონმდებლობის    ცვლილების    შემთხვევაში    შპს „უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსაური - თორნისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  კანონმდებლობასთან შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი;

5.  გადაწყვეტილება  შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ. თბილისის   საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს. შავგულიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                                       დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები