წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 38 შპს „მართისთვის" სიხშირეების მინიჭების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 3 დეკემბრის ¹ 656/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 38 / 22

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2005

მიღების თარიღი იანვარი 21, 2005

შპს „მართისთვის" სიხშირეების მინიჭების  შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 3 დეკემბრის  N 656/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების ეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „მართმა„ (რეგისტრირებული  ქ. სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 24 მარტის  N ა/4100/5ბ-7 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 1/4304-04, 11.11.04)  თანდართული ტექნიკური პროექტის შესაბამისად ქ. თბილისის ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის (154.750 მგჰც და 159.750 მგჰც) მინიჭების თაობაზე. აღნიშნულთან დაკაშირებით კომისიის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება N 656/13 (03.12.04), რის შემდგომ 154.750 მგჰც სიხშირეზე დაფიქსირდა ინტერმოდულაციური ეფექტი და შეუძლებელი გახდა რადიოსადგურების მუშაობა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ 2004 წლის 3 დეკემბრის 656/13 გადაწყვეტილებაში შეტანილ უნდა იქნას ცვლილება და ნაცვლად მითებული 154.750 მგჰც სიხშირისა უნდა იყოს 152.350 მგჰც სიხშირე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 და 21-ე მუხლების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.შევიდეს ცვლილება კომისიის 2004 წლის 3 დეკემბრის 656/13 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მიენიჭოს შპს „მართს„ 152.350 მგჰც და 159.750 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;„

2.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

3.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს (ს. შავგულიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                                       დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები