„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეწყ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 14, 2005
მიღების თარიღი ივნისი 17, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე და 120-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ 2005 წლის 20 მაისს დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ დამტკიცების თაობაზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით, რომლის შესაბამისად ზეპირი მოსმენის სხდომის თარიღად განისაზღვრა 2005 წლის 17 ივნისი.
2005 წლის 6 ივნისს ძალაში შევიდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიას დაევალა „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღება ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში, ამოქმედებული კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-152 მუხლის შესაბამისად, გამოცხადდა ღია კონკურსი კომისიასთან არსებული მომხარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, 2005 წლის 17 ივნისის ზეპირი მოსმენის სხდომაზე,
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება;
2. დაევალოს კომისიასთან არსებულ მომხარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურსა და კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ.ყურაშვილი), უზრუნველყონ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების პროექტის გადამუშავება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და სათანადო საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ორგანიზება;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღება განხორციელდეს არაუგვიანეს 2005 წლის 31 დეკემბრისა;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
