წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის2005 წლის N 40 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 383 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 28, 2005

მიღების თარიღი ივნისი 17, 2005

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა 2005 წლის 17 ივნისის N 40 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1.      გადატანილ იქნეს კომისიის N 40 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-8 საკითხი (შპს “მაგთიკომსა” და შპს “ახტელს” შორის დავის განხილვის შესახებ) მ/წლის 01 ივლისის   კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში;

2. წარმოდგენილ კომისიის N 40 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 12 (თორმეტი) საკითხი:

ა) ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმის დამტკიცების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);

ბ) კერძო სპეციალიზებულ (გასართობი) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);

გ) კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს.  ე. ასანიძე);

დ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 11 მარტის N145 გადაწყვეტილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის და ამავე გადაწყვეტილებით გამოცხადებული კონკურსის ნაცვლად აუქციონის ჩატარების წესის განსაზღვრის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);

ე) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 03 ივნისის N354/10 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);

ვ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 6 მაისის N291 გადაწყვეტილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ (მომხს.        ე. ასანიძე);

ზ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 6 მაისის N292 გადაწყვეტილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ (მომხს.        ე. ასანიძე);

თ) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტისათვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს.   ს. შავგულიძე);

ი) შპს “ლიბელუკისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

კ) ი/ს “ნუგზარ ბაკურიძისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ლ) შპს “გლობალკონტაქტ კონსალტინგისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს.  ს. შავგულიძე);

მ) სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიომოყვარულ ვახტანგ მუმლაძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სიხშირეებისა და სახმობის მინიჭების შესახებ  (მომხს. ს. შავგულიძე).

3.  დამტკიცდეს კომისიის N 40  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას  (ნ. ჯანელიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                      დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები