წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 386 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 28, 2005

მიღების თარიღი ივნისი 17, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2005 წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმის მიხედვით მ/წლის ივნისის თვეში გათვალისწინებული იყო კომისიის სხდომაზე “საერთაშორისო სტანდარტების და სერტიფიცირების პირობების შესაბამისად რადიოელექტრონული საშუალებების ტიპობრივი ნიმუშების დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ” გადაწყვეტილების პროექტის განსახილველად წარდგენა.

კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სტანდარტიზაციის  და სერტიფიცირების პროექტის განხორციელებისას აუცილებელია სამუშაოების ჩატარება შემდეგი გეგმის მიხედვით:

1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ევრო­პული ჰარმონიზებული სტანდარ­­ტების ჩამონათვალის შედგენა;

2. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქ­მედი ევრო­პული ჰარმონიზებული სტანდარტების ჩამონათ­ვალის საჯარო განხილვა ოპერატორი კომპანიების მონაწილეობით;

3. საქართველოს ტელეკომუნიკაციის სფეროში მოქ­მედი ტექნიკური საშუალებების, რადიო­დანადგარების და სატე­ლე­კომუნიკაციო ტერმი­ნა­ლური დანადგარების “რადიოდანადგარების და სატე­ლეკომუნი­კაციო ტერმინალური დანადაგარე­ბის სერტიფიცირების რეგლამენტში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტის მომზადება:

ა) ოპერატორი კომპანიებისათვის კითხვარის გაგზავნა მათ სფეროში არსებული რადიოდანადგარების და სატელე­კო­მუ­ნი­კა­ციო ტერმინალური დანადგარების წარმოშობის სერტიფიკატის და შესაბამისობის სერტიფიკატის მოთხოვნით;

ბ) ოპერატორებიდან მიღებული ინფორმაციის შესწავლა და შეჯერება;

გ) ოპერატორი კომპანიების შერჩევითი მონიტორინგი მათ საკუთრებაში არსებული ტექნიკური საშუალებე­ბის მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნასთან შესაბამისობის კუთხით;

დ) შეხვედრა ოპერატორი კომპანიების წარმომადგენ­ლებ­თან კომპანიებში სტანდარტიზაციის, სერტიფიცირე­ბის და მეტრო­­ლოგიური მდგომარეობის დადგენის მიზნით;

ე) ოპერატორი კომპანიების წინადადებების და მოთხოვნების  გათვალისწინება.

4. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტების შესაბამისი ქართულენოვანი სტანდარტების შემუშავების შესახებ წინადადებათა მომზადება;

5. საერთაშორისო სტანდარტებისა და სერტიფიცირების პირობების შესაბამისად რადიოელექტრონული საშუალებების ტიპობრივი ნიმუშების დადგენა და მათი დამტკიცების შესახებ კომისიის სხდომაზე მისაღები გადაწყვეტილების მომზადება;

6. საქართველოს ტელეკომუ­ნი­კაციის სფეროში მოქმედი, საქართველოს სტანდარ­ტი­ზაცი­ის, მეტროლოგიის და სერტიფიცირების ეროვ­ნულ სააგენტოში აკრედიტებული სერტიფიცირების ცენ­ტრე­ბის, ლაბორა­ტორი­ების და ტექნიკური ბაზის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათი მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა.

            კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს უკვე დაწყებული აქვს აღნიშნული სამუშაოების შესრულება. კერძოდ, 200-ზე მეტი ოპერატორი კომპანიისათვის გაგზავნილია კითხვარები მათ სფეროში არსებული რადიოდანადგარების და სატელე­კო­მუ­ნი­კა­ციო ტერმინალური დანადგარების ლიცენზიით ნებადარ­თული საქმიანობის განხორციე­ლების შესახებ წარმოშობის სერტიფიკატის და შესაბამისობის სერტიფიკატის მოთხოვნით. ამჟამად მიმდინარეობს ოპერატორებიდან მიღებული ინფორმაციის შესწავლა, შეჯერება და ანალიზი. ამასთან მიღებულია ინფორმაცია მხოლოდ ოპერატორთა ნაწილიდან და კომისიაში კვლავ შემოდის ამ ინფორმაციის შემცველი წერილები.

                ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ევროპული ჰარმონიზებული სტანდარტების შესაბამისი ქართულენოვანი სტანდარტების შემუშავების  საკითხების განხილვის შემდეგ, მიმდინარე წლის მე-4 კვარტალში, დამტკიცებული ნორმატიული ბაზის საფუძველზე, იქნას განხილული გადაწყვეტილების პროექტი “საერთაშორისო სტანდარტების და სერტიფიცირების პირობების შესაბამისად რადიოელექტრონული საშუალებების ტიპობრივი ნიმუშების დამტკიცების შესახებ.”

         ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიღებულ იქნას ცნობად სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის უფროსის ს. შავგულიძის ინფორმაცია “საერთაშორისო სტანდარტების და სერტიფიცირების პირობების შესაბამისად რადიოელექტრონული საშუალებების ტიპობრივი ნიმუშების დამტკიცების შესახებ” საკითხის განხილვის ვადების გადადების შესახებ;

2. კომისიის 2005 წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმიდან ამოღებულ იქნას მე-12 საკითხი;

3. 2005 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის პროექტის შედგენისას (ი. ხარებავა)  გათვალიწინებული იქნას  “საერთაშორისო სტანდარტების და სერტიფიცირების პირობების შესაბამისად რადიოელექტრონული საშუალებების ტიპობრივი ნიმუშების დამტკიცების შესახებ” საკითხის განხილვა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

5.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის აპარატის ადმინისტრაციის უფროსს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                    დ.   ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები