ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურისთვის სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 28, 2005
მიღების თარიღი ივნისი 17, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნულმა სამსახურმა კომისიას მიმართა განცხადებით (N 02/01-64, 25.05.04) თანდართული პროექტის შესაბამისად ქ. თბილისში რადიო სამოდემო კავშირისთვის სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე განსაზღვრულია მონაცემთა გადაცემის ფართოზოლოვანი ტექნოლოგიის სისტემის ფუნქციონირებისთვის, რომლის საშუალებით ქ. თბილისის ლოკალური ქსელის სადგურები დაუკავშირდებიან საქართველოს სეისმური სამსახურის ცენტრალურ სადგურს და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნულ სამსახურს 918.100 მგჰც სიხშირე (230 კჰც სიგანის ზოლით) ერთი წლის ვადით ქ. თბილისში რადიო სამოდემო კავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით;
2. აღირიცხოს ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურისთვის მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურისთვის სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
