წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 39 შპს “პირველი რადიო“-სთვის კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 39 / 1

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2005

მიღების თარიღი იანვარი 21, 2005

შპს „პირველი რადიო„-სთვის კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის  შესახებ

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ ,,საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2004 წლის 7 ოქტომბრის N528 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში 2004 წლის 17 დეკემბერს ჩატარდა კონკურსი საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად. აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „პირველი რადიო„.

კომისია აღნიშნავს, რომ „საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში  გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ„  კომისიის 2004 წლის 17 დეკემბრის N683  გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „პირველი რადიო„-ს მიერ გადახდილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის  20% - 7371  (შვიდი ათას სამას სამოცდათერთმეტი) ლარი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის – 3685.5 (სამი ათას ექვსას ოთხმოცდახუთი) ლარის გამოკლებით (3685.5 - სამი ათას ექვსას ოთხმოცდახუთი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე, ხოლო სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% ანუ 3685.5 (სამი ათას ექვსას ოთხმოცდახუთი) ლარი  სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.

   „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე და 38-ე მუხლებისა  და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 17 დეკემბრის საკონკურსო სხდომის N683  გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს „პირველ რადიოს„ N1447 ლიცენზია (თან ერთვის);

2.  ლიცენზიის სახე: მაუწყებლობა სიხშირული სპექტრის გამოყენებით;

ლიცენზიის სახეობა: კერძო საერთო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის საგანი: კერძო საერთო რადიომაუწყებლობა  ექვსი გადამცემის გამოყენებით მითითებულ სამაუწყებლო ზონებში:

სამაუწყებლო

ზონა

ანტენის განთავსების  ადგილი

გეოგრაფიული

კოორდინატები

ანტენის სიმაღლე მიწის ზედ.მ

სიხშირე, მგჰც

სიმძლ. კვტ

მაუწყებლობის საშ. რად კმ

1

2

ბათუმის ანძა

41E43; 41N41

56

106.4

0.8

40

2

7

ქუთაისის ანძა

42E44; 42N16

40

106.4

1

45

3

9

სენაკი

42E05; 42N17

25

106.4

1

40

4

6

ახალციხის ანძა

42E57; 41N38

35

106.4

0.5

25

5

4

გორის ანძა

44E03; 42N02

120

106.4

1

45

6

5

მარნეულის ანძა

44E48; 41N28

40

106.4

0.5

25

3.  შპს „პირველი რადიო„ვალდებულია:

ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;

ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

გ)კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათ შორის მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობისი სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში არის ასახული;

თ) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;

კ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ლ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. ახალი ამბების პროგრამებში უზრუნველყოს ფაქტებთან და  მოვლენებთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო განსხვავებული აზრის სათანადოდ წარმოჩენა რომელიმე ჯგუფისა თუ აზრის დისკრიმინაციის გარეშე.

მ) გადასცეს წინასაარჩევნო დებატები თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე  საარჩევნო კამპანიის დროს. თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში;

ნ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;

ო) წერილობით აცნობოს კომისიას კომპანიის  პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

პ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში  საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

4. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობითა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული  ლიცენზიით;

5. შპს „პირველი რადიოს„ მიერ პრაქტიკული საქმიანობის დაწყებისა და რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა სამაუწყებლო ზონის 70%-სათვის უზრუნველყოფის ვადები განისაზღვროს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

სამაუწყებლო            ზონა

პრაქტიკული საქმიანობის

 დაწყების ვადა   

70% მოცვის ვალდებულება

2

ბათუმი

2005 წლის ოქტომბერი

2006 წლის ოქტომბერი

7

ქუთაისი

2005 წლის ივლისი

2006 წლის ივლისი

9

სენაკი

2006 წლის იანვარი

2007 წლის იანვარი

6

ახალციხე

2006 წლის ივლისი

2007 წლის ივლისი

4

გორი

2005 წლის აპრილი

2006 წლის აპრილი

5

მარნეული

2006 წლის აპრილი

2007 წლის აპრილი

6. შპს „პირველი რადიო„ ვალდებულია უზრუნველყოს რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა სამაუწყებლო ზონის 90%-სათვის „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  მე-40 და 76-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად;

7.  შპს „პირველმა რადიო„-მ უზრუნველყოს: ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა;

8.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის  (25798.5 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის  მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141408

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

2866.5 ლარი - 2006 წლის 21 თებერვალი;

2866.5 ლარი - 2007 წლის 21 თებერვალი;

2866.5 ლარი - 2008 წლის 21 თებერვალი;

2866.5 ლარი - 2009 წლის 21 თებერვალი;

2866.5  ლარი -2010 წლის 21 თებერვალი;

2866.5 ლარი - 2011 წლის  21 თებერვალი;

2866.5 ლარი - 2012 წლის  21 თებერვალი;

2866.5 ლარი - 2013 წლის  21 თებერვალი;

2866.5 ლარი - 2014 წლის  21 თებერვალი;

9. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს შპს „პირველ რადიოს„ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;

10. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება;

11. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის   მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

13. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                        დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები