გადაწყვეტილება N 40 შპს “ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღა“-სთვის სიხშირული სპექტრის გამოყენებით კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2005
მიღების თარიღი იანვარი 21, 2005
შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღა„-სთვის სიხშირული სპექტრის გამოყენებით კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია) აღნიშნავს, რომ ,,საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის 2004 წლის 7 ოქტომბრის N527 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში 2004 წლის 17 დეკემბერს ჩატარდა კონკურსი საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად. აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღა„.
კომისია აღნიშნავს, რომ „საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ„ კომისიის 2004 წლის 17 დეკემბრის N682 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის„ მიერ გადახდილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის 20% - 11955.6 (თერთმეტი ათას ცხრაას ორმოცდათხუთმეტი) ლარი სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის 5977.8 (ხუთი ათას ცხრაას სამოცდაჩვიდმეტი) ლარის გამოკლებით (5977.8 - ხუთი ათას ცხრაას სამოცდაჩვიდმეტი ლარი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე, ხოლო სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% ანუ 5977.8 (ხუთი ათას ცხრაას სამოცდაჩვიდმეტი) ლარი სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.
„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე და 38-ე მუხლების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 17 დეკემბრის საკონკურსო სხდომის N682 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღა„-ს N1446 ლიცენზია (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: კერძო საერთო მაუწყებლობა;
ლიცენზიის სახეობა: კერძო საერთო რადიომაუწყებლობა სიხშირული სპექტრის გამოყენებით;
ლიცენზიის საგანი: კერძო საერთო რადიომაუწყებლობა თხუთმეტი გადამცემის გამოყენებით მითითებულ სამაუწყებლო ზონებში:
|
სამაუწყებლო ზონა |
ანტენის განთავსების ადგილი |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის სიმაღლე მიწის ზედ.მ |
სიხშირე, მგჰც |
სიმძლ. კვტ |
მაუწყებლობის საშ. რად კმ |
|
|
1 |
4 |
გორის ანძა |
44E03; 42N02 |
140 |
101.5 |
1 |
45 |
|
2 |
7 |
ქუთაისის ანძა |
42E44; 42N17 |
100 |
107.4 |
2 |
55 |
|
3 |
10 |
ზუგდიდის ანძა |
41E52; 42N30 |
50 |
103.6 |
1 |
40 |
|
4 |
2 |
ბათუმის ანძა |
41E43; 41N41 |
100 |
101.5 |
0.5 |
25 |
|
5 |
3 |
თელავი |
45E29; 41N55 |
35 |
101.1 |
0.5 |
40 |
|
6 |
6 |
ბორჯომის ანძა |
43E22; 41N49 |
30 |
107.4 |
0.25 |
20 |
|
7 |
6 |
ბაკურიანი |
43E31; 41N44 |
20 |
107.0 |
0.025 |
10 |
|
8 |
6 |
ახალქალაქის ანძა |
43E25; 41N21 |
60 |
107.4 |
0.5 |
35 |
|
9 |
6 |
ახალციხის ანძა |
42E57; 41N38 |
35 |
104.6 |
0.25 |
25 |
|
10 |
4 |
ფასანაური |
44E41; 42N21 |
30 |
107.4 |
0.25 |
20 |
|
11 |
4 |
გუდაური |
44E53; 42N20 |
30 |
101.6 |
0.025 |
10 |
|
12 |
4 |
ყაზბეგი, ელ. კავშირის ანძა |
44E39; 42N39 |
25 |
107.4 |
0.25 |
20 |
|
13 |
5 |
დმანისის ანძა |
44E13; 41N22 |
150 |
101.0 |
1 |
50 |
|
14 |
3 |
დ. წყაროს ანძა |
46E08; 41N27 |
180 |
100.6 |
1 |
50 |
|
15 |
8 |
ჭიათურის ანძა |
43E16; 42N17 |
50 |
107.4 |
0.25 |
35 |
2. შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღა„ვალდებულია:
ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;
ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
გ)კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათ შორის მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობისი სერთიფიკატი;
ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ზ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში არის ასახული;
თ) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;
კ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
ლ) შეძლებისდაგვარად უზრუნველყოს სატელევიზიო დროის (ახალი ამბების პროგრამების, სპორტული მოვლენებისა და თამაშების, რეკლამის, ტელეტექსტისა და ტელეშოპინგისათვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისათვის გამოყოფა;
მ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. ახალი ამბების პროგრამებში უზრუნველყოს ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო განსხვავებული აზრის სათანადოდ წარმოჩენა რომელიმე ჯგუფისა თუ აზრის დისკრიმინაციის გარეშე.
ნ) გადასცეს წინასაარჩევნო დებატები თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.
ო) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;
პ) წერილობით აცნობოს კომისიას კომპანიის პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.
ჟ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
3. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობითა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული ლიცენზიით;
4. შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღის„ მიერ პრაქტიკული საქმიანობის დაწყებისა და რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობის სამაუწყებლო ზონის 70%-სათვის უზრუნველყოფის ვადები განისაზღვროს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
|
სამაუწყებლო ზონა |
პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა |
70% მოცვის ვალდებულება |
|
|
4 |
გორი |
2005 წლის მაისი |
2006 წლის ოქტომბერი |
|
7 |
ქუთაისი |
2005 წლის აპრილი |
2005 წლის აპრილი |
|
10 |
ზუგდიდი |
2005 წლის მაისი |
2005 წლის მაისი |
|
2 |
ბათუმი |
2005 წლის აპრილი |
2006 წლის აპრილი |
|
3 |
თელავი |
2005 წლის ივნისი |
2006 წლის ივნისი |
|
6 |
ბორჯომი |
2005 წლის აგვისტო |
2005 წლის ოქტომბერი |
|
6 |
ბაკურიანი |
2005 წლის ოქტომბერი |
2005 წლის ოქტომბერი |
|
6 |
ახალქალაქი |
2005 წლის ივლისი |
2005 წლის ოქტომბერი |
|
6 |
ახალციხე |
2005 წლის ივლისი |
2005 წლის ოქტომბერი |
|
4 |
ფასანაური |
2005 წლის სექტემბერი |
2006 წლის ოქტომბერი |
|
4 |
გუდაური |
2005 წლის სექტემბერი |
2006 წლის ოქტომბერი |
|
4 |
ყაზბეგი |
2006 წლის ოქტომბერი |
2006 წლის ოქტომბერი |
|
5 |
დმანისი |
2006 წლის აპრილი |
2006 წლის აპრილი |
|
3 |
დედოფლის წყაროს |
2006 წლის ივნისი |
2006 წლის ივნისი |
|
8 |
ჭიათურა |
2006 წლის დეკემბერი |
2006 წლის დეკემბერი |
5. შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღა„ ვალდებულია უზრუნველყოს რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა სამაუწყებლო ზონის 90%-სათვის „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 და 76-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად;
6. შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღა„-მ უზრუნველყოს: ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა;
7. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (41844.6 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი |
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141408 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
4649.4 ლარი - 2006 წლის 21 თებერვალი;
4649.4 ლარი - 2007 წლის 21 თებერვალი;
4649.4 ლარი - 2008 წლის 21 თებერვალი;
4649.4 ლარი - 2009 წლის 21 თებერვალი;
4649.4 ლარი - 2010 წლის 21 თებერვალი;
4649.4 ლარი - 2011 წლის 21 თებერვალი;
4649.4 ლარი - 2012 წლის 21 თებერვალი;
4649.4 ლარი - 2013 წლის 21 თებერვალი;
4649.4 ლარი - 2014 წლის 21 თებერვალი;
8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ. ქადეიშვილი) აცნობოს შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღა„-ს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;
9. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება;
10. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
12. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
