წვდომის მენიუ

შპს “მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის” (ინტერ ოპტიკა) გაფრთხილების თაობაზე

ნომერი: 405 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 29, 2005

მიღების თარიღი ივნისი 17, 2005

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე- 3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია „უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებთან.“

      კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის (გ. რატიშვილი) 2005 წლის 20 აპრილის შემოწმების აქტისა და 2005 წლის 5 მაისის მოხსენებითი ბართის შესაბამისად ირკვევა, რომ შპს “მთაწმინდა ტელერადიოკომპანია” (ინტერ ოპტიკა), რომელიც ფლობს №795 ლიცენზიას (საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება), თავის საკაბელო ქსელში ახორციელებს არხის: “НТВ ФУТБОЛ- ის რეტრანსლირებას “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნათა დარღვევით. შპს “მთაწმინდა ტელერადიოკომპანიას” (ინტერ ოპტიკა) კომისიაში არ არქვს წარმოდგენილი აღნიშნული არხის რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

    ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურმა ჩაატარა შემოწმება, შეადგინა შემოწმების აქტი.     

          საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად კომისიაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს “მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის ” (ინტერ ოპტიკა) გაფრთხილების თაობაზე.

      კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის სამსახურის შემოწმების აქტის საფუძველზე კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურმა (კ. ყურაშვილი) დაადასტურა შპს “მთაწმინდა ტელერადიოკომპანიის” (ინტერ ოპტიკა) მიერ “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქარველოს კანონის 51-ე და 58-ე  მუხლების მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი, რაც ითვალისწინებს ადმინისტრაციული წარმოებით სანქციის სახით გაფრთხილების დაკისრებას. 

         ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს  კანონის 71-ე  მუხლის  შესაბამისად, კომისიამ

ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გაფრთხილდეს შპს “მთაწმინდა ტელერადიოკომპანია” (ინტერ ოპტიკა), რათა უზრუნველყოს მან მაუწყებლობის პროცესში “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნათა შესრულება. “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის შესაბამისად,  შპს “მთაწმინდა ტელერადიოკომპანიას” (ინტერ ოპტიკა) 1 წლის განმავლობაში ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაეკისრება ჯარიმა მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარისა;

2. დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შპს “მთაწმინდა ტელერადიოკომპანია” (ინტერ ოპტიკა) არხის “НТВ ФУТБОЛ” - ის არამართლზომიერი ტრანსლირება; 

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნების ორგანიზება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7 ) ექვსი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის მონიტორინგის  სამსახურს (გ. რატიშვილი).

კომისიის თ მჯდომარე                         დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები