ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 12, 2005
მიღების თარიღი ივნისი 17, 2005
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დამტკიცდეს ავტორიზაციის დეკლარაციის ფორმა იურიდიული პირისთვის და ინდივიდუალური მეწარმისთვის (თან ერთვის);
2. უზრუნველყოს კომისიის ადმინისტრაციამ (დ. ჭანკოტაძე) ავტორიზაციის დეკლარაციის შესავსები ფორმისა და ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის კომპიუტერული პროგრამების შემუშავება;
3. უზრუნველყოს კომისიის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურმა (ე. ასანიძე) ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრის წარმოება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
