გადაწყვეტილება N 41 შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს N 908 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2005
მიღების თარიღი იანვარი 21, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის N337 გადაწყვეტილებით განისაზღვრა შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2„-ს N908 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის წესი.
შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2„-ს მიერ გადახდილია სალიცენზიო გადასახდელის (58 093. 20 ლარი) საწყისი ოდენობის 20% (11 618. 64 ლარი) კომისიის ანგარიშზე და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% (5 809. 32 ლარი) სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე, ასევე სალიცენზიო მოსაკრებელი (1000 ლარი).
„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე და 39-ე მუხლების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2„-ს N908 ლიცენზიას 2014 წლის 19 მარტამდე.
2. შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2„ ვალდებულია:
ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;
ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
გ)კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათ შორის მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, მოახდინოს პროგრამების, მათ შორის ფილმების კლასიფიკაცია მათთვის კატეგორიისა და შესაბამისი ნიშნის მინიჭებით;
დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობისი სერთიფიკატი;
ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ზ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში არის ასახული;
თ) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;
კ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;
ლ) შეძლებისდაგვარად უზრუნველყოს სატელევიზიო დროის (ახალი ამბების პროგრამების, სპორტული მოვლენებისა და თამაშების, რეკლამის, ტელეტექსტისა და ტელეშოპინგისათვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისათვის გამოყოფა;
მ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. ახალი ამბების პროგრამებში უზრუნველყოს ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირებული ყველა საგულისხმო განსხვავებული აზრის სათანადოდ წარმოჩენა რომელიმე ჯგუფისა თუ აზრის დისკრიმინაციის გარეშე.
ნ) გადასცეს წინასაარჩევნო დებატები თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. თავისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.
ო) „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საუკეთესო დროს განათავსოს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და უზრუნველყოს აუდიტორიის დროული ინფორმირება მისი მომსახურების ზონაში, საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ;
პ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;
ჟ) წერილობით აცნობოს კომისიას კომპანიის პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.
რ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.
3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (40665.24 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი, კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი |
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141408 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
4518.36 ლარი - 2005 წლის 19 აპრილი;
4518.36 ლარი - 2006 წლის 19 აპრილი;
4518.36 ლარი - 2007 წლის 19 აპრილი;
4518.36 ლარი - 2008 წლის 19 აპრილი;
4518.36 ლარი - 2009 წლის 19 აპრილი;
4518.36 ლარი - 2010 წლის 19 აპრილი;
4518.36 ლარი - 2011 წლის 19 აპრილი;
4518.36 ლარი - 2012 წლის 19 აპრილი;
4518.36 ლარი - 2013 წლის 19 აპრილი;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
