წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 3 ივნისის N 354/10 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 412 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 29, 2005

მიღების თარიღი ივნისი 17, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“) 2005 წლის 3 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება N354/10 „მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირით საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ“.

კომერციული კონკურსი გამოცხადდა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის 3 ივნისს მიღებული იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც ძალადაკარგულად ჩაითვალა „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“  საქართველოს კანონი. კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისთვის ლიცენზიის გაცემისთვის დადგენილია იგივე  წესი, რაც „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“  საქართველოს კანონით. კერძოდ,  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“  საქართველოს კანონი ითვალისწინებდა კომერციული კონკურსის ჩატარებას, რომელშიც გამარჯვების კრიტერიუმს წარმოადგენდა მაქსიმალური სალიცენზიო გადასახდელის გადახდა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი ასევე ითვალისწინებს აუქციონის ჩატარებას, რომელიც იდენტურია მანამდე მოქმედ კანონში გათვალისწინებული კომერციული კონკურსისა, ხოლო აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმს ასევე წარმოადგენს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის მაქსიმალური ოდენობის გადახდა. ორივე კანონი ითვალისწინებს ერთ შემთხვევაში სალიცენზიო გადასახდელის, ხოლო მეორე შემთხვევაში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის  გადახდის ვალდებულებას ლიცენზიის გაცემამდე. შეიცვალა მხოლოდ გადასახდელის (საფასურის) გადახდის წესი იმ ნაწილში, რაც შეეხება მის გამოყენებას: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 80% ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, 10% - უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით გახსნილ კომისიის სპეციალურ ანგარიშზე (ამ თანხის სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია), ხოლო  10% - კომისიის ანგარიშზე საქართველოს კანონმდებლობით კომისიისათვის მინიჭებული ფუნქციის შესრულების ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდა უნდა განხორციელდეს აუქციონში გამარჯვებულის  გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი აღარ ითვალისწინებს ქვეკომისიის არსებობას და თითოეული ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის ექსპერტიზას კონკურსის ჩატარებამდე. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის განხორციელებისას (მომსახურების გაწევისას) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისათვის საჭიროა სხვა უწყებათა ნებართვა, მისი ერთი გაჩერების პრინციპის შესაბამისად  მიღების მიზნით,  აუქციონში გამარჯვებული უფლებამოსილია, წარუდგინოს კომისიას ამ ნებართვისათვის საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სათანადო დოკუმენტაცია, ხოლო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო ნებართვის მიღებას.  ამ შემთხვევაში კომისია სათანადო დოკუმენტაციის მიღებიდან            5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამის უწყებებს და უგზავნის აუქციონში გამარჯვებული ავტორიზებული პირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. თუ შემდგომი 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი უწყებიდან მიღებულია ნებართვის გაცემაზე უარი, მასში დასაბუთებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან  შეუსაბამობა და მითითებული უნდა იყოს ამგვარი შეუსაბამობის გამოსწორების გზები. აუქციონში გამარჯვებულს ეძლევა დამატებითი ვადა მითითებული დარღვევების გამოსასწორებლად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2005 წლის 3 ივნისის N 354/10 გადაწყვეტილების მთელს ტექსტში სიტყვა - „კონკურსი“ შეიცვალოს სიტყვით -„აუქციონი“, ხოლო სიტყვები - „სალიცენზიო გადასახდელი“ შეიცვალოს სიტყვებით – „ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური“;

2. კომისიის 2005 წლის 3 ივნისის N 354/10 გადაწყვეტილებიდან ამოღებული იქნას მე-8 პუნქტის  „დ“ ქვეპუნქტი;

3. კომისიის 2005 წლის 3 ივნისის N 354/10 გადაწყვეტილების მე-14 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდა უნდა განხორციელდეს აუქციონში გამარჯვებულის  გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში.  ერთი თვის ვადაში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულს არ უბრუნდება ბეს სახით გადახდილი თანხა (სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%). კომისია იღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 10%-ის უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით გახსნილ კომისიის სპეციალურ ანგარიშზე,  10% - კომისიის ანგარიშზე, ხოლო 10%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში აუქციონში გამარჯვებული კომპანიისთვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით.“

4. კომისიის 2005 წლის 3 ივნისის N 354/10 გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 და 152 პუნქტები:

„151. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის განხორციელებისას (მომსახურების გაწევისას) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისათვის საჭიროა სხვა უწყებათა ნებართვა, მისი ერთი გაჩერების პრინციპის შესაბამისად  მიღების მიზნით, აუქციონში გამარჯვებული უფლებამოსილია, წარუდგინოს კომისიას ამ ნებართვისათვის საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სათანადო დოკუმენტაცია, ხოლო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო ნებართვის მიღებას.  ამ შემთხვევაში კომისია სათანადო დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამის უწყებებს და უგზავნის აუქციონში გამარჯვებული ავტორიზებული პირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. თუ შემდგომი 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი უწყებიდან მიღებულია ნებართვის გაცემაზე უარი, მასში დასაბუთებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან  შეუსაბამობა და მითითებული უნდა იყოს ამგვარი შეუსაბამობის გამოსწორების გზები. აუქციონში გამარჯვებულს ეძლევა დამატებითი ვადა მითითებული დარღვევების გამოსასწორებლად.

152. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ლიცენზიის მიღებამდე გაიაროს ავტორიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით“;

5. დაევალოს კომისიის პრეს-მდივანს (ს.ბრიტანჩუკი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

           კომისიის თავმჯდომარე                                                დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები