წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 6 მაისის N 292 გადაწყვეტილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

ნომერი: 414 / 22

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 29, 2005

მიღების თარიღი ივნისი 17, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“) 2005 წლის 6 მაისს მიიღო გადაწყვეტილება N292,  რომლის თანახმად კონკურსი გამოცხადდა კერძო სპეციალიზებულ (სპორტულ) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ერთი გადამცემის გამოყენებით, პირველ სამაუწყებლო ზონაში.

კონკურსი გამოცხადდა „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს პარლამენტის მიერ 2005 წლის 3 ივნისს მიღებულ იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების  შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის თანახმად ცვლილებები შევიდა ლიცენზიის გაცემის პროცედურაში. კერძოდ, „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს კანონი შეტანილი ცვლილებების შედეგად აღარ ითვალისწინებს ქვეკომისიის არსებობას და თითოეული ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაციის ექსპერტიზას კონკურსის ჩატარებამდე. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ მაუწყებლობის განხორციელებისას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისათვის საჭიროა სხვა უწყებათა ნებართვა, მისი ერთი გაჩერების პრინციპის შესაბამისად  მიღების მიზნით, კონკურსში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, წარუდგინოს კომისიას ამ ნებართვის საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სათანადო დოკუმენტაცია, ხოლო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო ნებართვის მიღებას. ამ შემთხვევაში კომისია სათანადო დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამის უწყებებს და უგზავნის კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. თუ შემდგომი 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი უწყებიდან მიღებულია ნებართვის გაცემაზე  უარი, მასში დასაბუთებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან  შეუსაბამობა და მითითებული უნდა იყოს ამგვარი შეუსაბამობის გამოსწორების გზები. კონკურსში გამარჯვებულს ეძლევა დამატებითი ვადა მითითებული დარღვევების გამოსასწორებლად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების  შეტანის შესახებ“ 2005 წლის 3 ივნისის საქართველოს კანონის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2006 წლის 6 მაისის  N292 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განსახორციელებელი საქმიანობის ტექნიკური პროექტი“;

2. კომისიის 2005 წლის 6 მაისის  N292  გადაწყვეტილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 18 1 მუხლი:

„181. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ მაუწყბელობის განხორციელებისას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისათვის საჭიროა სხვა უწყებათა ნებართვა, მისი ერთი გაჩერების პრინციპის შესაბამისად  მიღების მიზნით, კონკურსში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, წარუდგინოს კომისიას ამ ნებართვისთვის საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სათანადო დოკუმენტაცია, ხოლო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო ნებართვის მიღებას.  ამ შემთხვევაში კომისია სათანადო დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამის უწყებებს და უგზავნის კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. თუ შემდგომი 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი უწყებიდან მიღებულია ნებართვის გაცემაზე  უარი, მასში დასაბუთებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან  შეუსაბამობა და მითითებული უნდა იყოს ამგვარი შეუსაბამობის გამოსწორების გზები. კონკურსში გამარჯვებულს ეძლევა დამატებითი ვადა მითითებული დარღვევების გამოსასწორებლად.“

            3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა შპს „კორტესი-გიდაგო“-სთვის;

            4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

            5. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ს.ბრიტანჩუკი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

            6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

           კომისიის თავმჯდომარე                                                დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები