წვდომის მენიუ

შპს “ლიბელუკისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 416 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 28, 2005

მიღების თარიღი ივნისი 17, 2005

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ლიბელუკმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული  სასამართლოს 2005 წლის 14 მარტის  N 2/4-4381  დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 07/01, 13.05.05.) ქ. თბილისის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს “ლიბელუკის” საქმიანობის საგანია დაცვითი სამსახურების ორგანიზება, საკუთრების, პიროვნებისა და სხვა დანიშნულების ობიექტების დაცვა. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.     მიენიჭოს შპს “ლიბელუკს” 442.500 მგჰც და 447.600 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს შპს “ლიბელუკისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ლიბელუკისთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

5.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე). 

    კომისიის  თავმჯდომარე                                                                     დ. ქიტოშვილი  

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები